„ჰუმან რაითს ვოჩის“ სკანდალური განცხადება - " ისრაელის მიერ საავადმყოფოებზე განხორციელებული თავდასხმების, როგორც ომის დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს"
ისრაელის მიერ საავადმყოფოებზე განხორციელებული თავდასხმების, როგორც ომის დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ განცხადებას „ჰუმან რაითს ვოჩი“ ავრცელებს.
„ისრაელის სამხედროების არაკანონიერი თავდასხმები სამედიცინო დაწესებულებებზე, სამედიცინო პერსონალსა და ტრანსპორტზე კიდევ უფრო მეტად ანადგურებს ღაზას ჯანდაცვის სისტემას და გამოძიებული უნდა იქნას, როგორც ომის დანაშაული“, - ნათქვამია „ჰუმან რაითს ვოჩის“ ახალ მოხსენებაში.
„2023 წლის 5 ნოემბერს ისრაელის სამხედროების „ჰამასის მიერ საავადმყოფოების ცინიკური გამოყენების“ შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არცერთი მტკიცებულება არ ამართლებს საავადმყოფოებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით დაწესებული დაცვის სტატუსის განადგურებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციამ დამოუკიდებელ საგამოძიებო საერთაშორისო კომისიასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებისთვის მიმართა
"ინტერპრესნიუსი"