ფაშინიანის მორიგი დემარში?! - სომხეთის პრემიერი ОДКБ-ს სამიტზე არ მიდის - კვირის პალიტრა

ფაშინიანის მორიგი დემარში?! - სომხეთის პრემიერი ОДКБ-ს სამიტზე არ მიდის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სატელეფონო საუბარში აცნობა, რომ 23 ნოემბერს მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტში მონაწილეობას ვერ მიიღებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.

პრესსამსახურის ცნობით, საუბარი ბელარუსული მხარის ინიციატივით შედგა.

„მათ განიხილეს 23 ნოემბერს მინსკში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ბელარუსის პრეზიდენტს აცნობა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, - აცხადებენ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას.

"ინტერპრესნიუსი"