"ბრძოლის ველზე მძიმე ვითარებაა, უკრაინას ნატო-სგან მეტი დახმარება სჭირდება" - იენს სტოლტენბერგი - კვირის პალიტრა

"ბრძოლის ველზე მძიმე ვითარებაა, უკრაინას ნატო-სგან მეტი დახმარება სჭირდება" - იენს სტოლტენბერგი

უკრაინას ნატო-სა და სხვა მოკავშირეებისგან მეტი დახმარება სჭირდება, რადგან ბრძოლის ველზე მძიმე მდგომარეობაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის დღეს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამიტს დაესწრება.

„კიევმა უნდა შეინარჩუნოს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი ევროპაში, ამიტომ უკრაინის სათანადო მხარდაჭერა ალიანსის ინტერესებშია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა იგეგმება.

„მოველით, რომ შეხვედრის დროს განვიხილავთ უკრაინაში არსებულ სიტუაცია, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. ვითარება ბრძოლის ველზე მძიმეა და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რომ გავაგრძელოთ და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს.

"ინტერპრესნიუსი"