"ბინას შვილის დასახმარებლად კი არ ვყიდი, უბრალოდ, თავიდან ვიშორებ..." - რას ამბობს გოჩა მანველიძე? - კვირის პალიტრა

"ბინას შვილის დასახმარებლად კი არ ვყიდი, უბრალოდ, თავიდან ვიშორებ..." - რას ამბობს გოჩა მანველიძე?

ნი­დერ­ლან­დე­ბის პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძებს 28 წლის თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც 32 წლის შო­თი­კო სა­კან­დე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვა 19 სექ­ტემ­ბერს ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას ჭრი­ლო­ბა ყე­ლის არე­ში და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მას დამ­ნა­შა­ვემ პირ­და­პირ სა­ძი­ლე არ­ტე­რია და­უ­ზი­ა­ნა.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მან­ვე­ლი­ძეს შენ­გე­ლი­ას­თან უთან­ხმო­ე­ბა ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰქონ­და და მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი თვლი­ან, რომ ეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა იყო. რა გახ­და ამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, ამას, ალ­ბათ, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ად­გე­ნენ.მკვლე­ლო­ბი­დან მა­ლე­ვე ნი­დერ­ლან­დე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რამ თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძის ფოტო გა­ავ­რცე­ლა და მო­უ­წო­და ყვე­ლას, მისი ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს მი­მარ­თონ. თორ­ნი­კე ცნო­ბი­ლი მწერ­ლის გოჩა მან­ვე­ლი­ძის შვი­ლია.

"არ არის თორ­ნი­კე მოძ­ველ­ბი­ჭო და მო­ხუ­ლიგ­ნო ტიპი, ევ­რო­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და ყა­ი­დის ადა­მი­ა­ნია. ვინ­მეს­თან კონ­ფლიქტზეც არა­ფე­რი მსმე­ნია, ამი­ტომ ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი... როცა მი­თხრეს, კარ­გა ხანს აზ­რზე ვერ მოვ­დი­ო­დი, ახ­ლაც ვერ ვი­ჯე­რებ... კარ­გი გან­წყო­ბით და მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე წა­ვი­და, არა­ვის­თან არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია "- გვი­თხრა 2 თვის წინ, გოჩა მან­ვე­ლი­ძემ, რო­დე­საც მას ნი­დერ­ლან­დებ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვუ­რე­კეთ.

380889170-6619245808183176-3290984754357828156-n-43562-1699959513.jpg
შო­თი­კო სა­კან­დე­ლია

მოკ­ლუ­ლი შო­თი­კო სა­კან­დე­ლი­ას ოჯა­ხი სა­მარ­თალს და დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას ითხოვს. რო­გორც სა­კან­დე­ლი­ას დე­დის მე­გო­ბა­რი წერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნას აზრი არ აქვს, რად­გან საქ­მის ძი­ე­ბა ნი­დერ­ლან­დებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ოჯა­ხი სა­მარ­თალს ეძებს. უნ­დათ, რომ დამ­ნა­შა­ვე იპო­ვონ და სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ მთე­ლი უბე­დუ­რე­ბა იმა­შია, რომ ურ­ჩი­ეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვო­კა­ტის და­ქი­რა­ვე­ბას აზრი არა აქვს, ნი­დერ­ლან­დებ­ში უნდა გა­ა­კე­თოთ ესო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დენ სირ­თუ­ლეს­თა­ნაა ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თან­ხებ­თან, კონ­ტაქ­ტებ­თან, ენის ბა­რი­ერ­თან. ოჯა­ხი მარ­ტვილ­ში ცხოვ­რობს. ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ დამ­ნა­შა­ვის მო­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ასე უნდა შერ­ჩეს ეს და­ნა­შა­უ­ლი და გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა? ჩემ შვილს რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ეს, თვალს არ და­ვა­ხამ­ხა­მებ­დი, ჩემი ხე­ლით მი­ვიყ­ვან­დი პო­ლი­ცი­ა­ში. მა­მა­მი­სი კი სახ­ლს ყი­დის თურ­მე, ჩემს შვილს უნდა და­ვეხ­მა­როო. მწე­რა­ლია, სხვა­თა შო­რის, ვინ იცის, რა გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ წიგ­ნებს წერს.

არც ვიცი, რა­ტომ ვწერ ამ სტა­ტუსს, რას ველი. ამ ეტაპ­ზე რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ, ესაა იუ­რის­ტი ნი­დერ­ლან­დებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ ქარ­თვე­ლი. ბევ­რი ფრენ­დი მყავ­ხართ, ჟურ­ნა­ლის­ტი, იუ­რის­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი, აქ­ტი­ვის­ტი... იქ­ნებ ვინ­მემ რა­ი­მე ურ­ჩი­ოთ ოჯახს, ან გა­ა­ზი­ა­როთ მისი (ან ჩემი) სტა­ტუ­სი, იქ­ნებ რა­ი­მე გზა გა­მოჩ­ნდეს მათ და­სახ­მა­რებ­ლად." - წერს მოკ­ლუ­ლის დე­დის მე­გო­ბა­რი.

AMBEBI.GE გოჩა მან­ვე­ლი­ძეს კი­დევ ერთხელ და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ბი­ნის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს:

"ეს ბინა ჩემი შვი­ლის­თვის მქონ­და შე­ძე­ნი­ლი, გან­ვა­დე­ბით ვი­ყი­დე. ამ თან­ხის გა­დამ­ხდე­ლი არ ვარ, ბი­ნას მის და­სახ­მა­რებ­ლად კი არ ვყი­დი, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­დან ვი­შო­რებ". (გააგრძელეთ კითხვა)

წაიკითხეთ ასევე: "ეს ამბავი რომ მითხრეს, კარგა ხანს გონზე ვერ მოვდიოდი... თორნიკე ჩაკეტილი ბიჭია, არ მახედებდა მის საქმეებში" - გოჩა მანველიძე შვილზე, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული