გერმანიის თავდაცვის მინისტრის მძიმე აღიარება - "უკრაინისთვის მილიონი ჭურვის მარტამდე მიწოდების გეგმა ვერ შესრულდება" - კვირის პალიტრა

გერმანიის თავდაცვის მინისტრის მძიმე აღიარება - "უკრაინისთვის მილიონი ჭურვის მარტამდე მიწოდების გეგმა ვერ შესრულდება"

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ევროკავშირი ვერ შეასრულებს გეგმას უკრაინისთვის მომავალი წლის მარტამდე 1 მილიონი საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„სწორი კითხვა იქნებოდა, იყო თუ არა ეს 1 მილიონი ოდესმე რეალური მიზანი? იყო განცხადებები, ამბობდნენ, რომ ფრთხილად იყავით, ერთი მილიონი მარტივად ჩანს და ფულიც არის, მაგრამ წარმოებაც უნდა იყოს. ეს გაფრთხილება, სამწუხაროდ, დადასტურდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მილიონი ჭურვის მიწოდება ვერ მოხდება“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

პისტორიუსის კომენტარი პირველი საჯარო აღიარებაა ევროკავშირის წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრისგან, რომ უკრაინისთვის 1 მილიონი ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებული გეგმა ვერ შესრულდება, თუმცა, დიპლომატები და ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში პირადად გამოხატავდნენ სკეპტიციზმს აღნიშნულ მიზანთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"