"ოჩამჩირის პორტზე რუსეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობის "პრაგმატული პოლიტიკა“ ჩავარდა" - ბობ ჰამილტონი - კვირის პალიტრა

"ოჩამჩირის პორტზე რუსეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობის "პრაგმატული პოლიტიკა“ ჩავარდა" - ბობ ჰამილტონი

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა [ოჩამ­ჩი­რის პორტზე] სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ხაზს უს­ვამს იმას, რომ მთავ­რო­ბის "პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კა“ უკ­რა­ი­ნა­ში ომ­თან და ზო­გა­დად, რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩა­ვარ­და, - ამის შე­სა­ხებ თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნიკ­მა და "სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის“ ევ­რა­ზი­ის პროგ­რა­მის კვლე­ვე­ბის დი­რექ­ტორ­მა ბობ ჰა­მილ­ტონ­მა "ამე­რი­კის ხმას­თან“ გა­ნა­ცხა­და.

ჰა­მილ­ტო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებ­სა და გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ასა­ხე­ლებს და ამ­ბობს, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და­სავ­ლეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს მისი ომში ჩათ­რე­ვის მცდე­ლო­ბა­ში“.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უარი თქვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე; აღად­გი­ნა რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი; პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ომი ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბას და­აბ­რა­ლა; სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და­სავ­ლეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს მისი ომში ჩათ­რე­ვის მცდე­ლო­ბა­ში და ირო­ნი­უ­ლია, რომ ახლა თა­ვად რუ­სეთს მო­აქვს ომი სა­ქარ­თვე­ლომ­დე. ესაა ბაზა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ოკუ­პი­რე­ბულ, მაგ­რამ მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნის“, - გა­ნა­ცხა­და ბობ ჰა­მილ­ტონ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ოჩამ­ჩი­რის პორ­ტი იქ­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვად ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის ლე­გი­ტი­მუ­რი სა­მიზ­ნე გახ­დე­ბა.

"დიახ, მას თბი­ლი­სი ათწლე­უ­ლე­ბია ვერ აკონ­ტრო­ლებს, მაგ­რამ ეს მა­ინც იქ­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვად ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის ლე­გი­ტი­მუ­რი სა­მიზ­ნე გახ­დე­ბა“, - აცხა­დებს ჰა­მილ­ტო­ნი.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ოჩამ­ჩი­რის პორ­ტის სა­კი­თხის დაკ­ნი­ნე­ბას ცდი­ლობს, თუმ­ცა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი­დევ ერთი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის გახ­სნა ნამ­დვი­ლად არაა კარ­გი.

"ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ცდი­ლობს ამის მნიშ­ვნე­ლო­ბის დაკ­ნი­ნე­ბას, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი­დევ ერთი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის გახ­სნა ნამ­დვი­ლად არაა კარ­გი რამ. ეს ნამ­დვი­ლად აყე­ნებს ანაკ­ლი­ის პორ­ტს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ძა­ლებ­თან უფრო ახლო რა­დი­უს­ში. ასე რომ, თუკი რუ­სე­თი მო­ინ­დო­მებს, რომ გა­ა­კე­თოს ისე­თი რამ, რაც ნა­ოს­ნო­ბას შე­ა­ფერ­ხებს ან ხელს შე­უშ­ლის, რო­გორც ის ამას უკ­რა­ი­ნუ­ლი პორ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აკე­თებს, ეს მას უფრო გა­უ­ად­ვილ­დე­ბა, რად­გან მისი სამ­ხედ­რო გე­მე­ბი გა­ცი­ლე­ბით ახ­ლოს იდ­გე­ბა“, - ამ­ბობს ბობ ჰა­მილ­ტო­ნი (გააგრძელეთ კითხვა)