"ჩაბნელებული 90-იანი წლები იყო, ორსულად ვიყავი, ანდერ ლუისმა რომ მითხრა, ამერიკაში ჩემთან წამოდიო... ჩემი ქმარი როგორ დავტოვო-მეთქი“ - რას იხსენებს ეკა კვალიაშვილი - კვირის პალიტრა

"ჩაბნელებული 90-იანი წლები იყო, ორსულად ვიყავი, ანდერ ლუისმა რომ მითხრა, ამერიკაში ჩემთან წამოდიო... ჩემი ქმარი როგორ დავტოვო-მეთქი“ - რას იხსენებს ეკა კვალიაშვილი

მომ­ღე­რა­ლი ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი "კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი დუ­ე­ლის" სტუ­მა­რი იყო. გა­და­ცე­მა­ში ეკა წარ­სულ­ში მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რობს და იმ თე­მებს ეხე­ბა, რა­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ნა­ნობს:

"შევ­ცვლი­დი მხო­ლოდ ერთს. ან­დერ ლუ­ის­მა რომ მი­თხრა, ამე­რი­კა­ში წა­მო­დიო, წა­ვი­დო­დი. მა­შინ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და არა, ჩემი ქმა­რი რო­გორ დავ­ტო­ვო-მეთ­ქი. ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი 90-იანი წლე­ბი იყო, ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. რა მი­თხრა, იცი, ან­დერ ლუ­ის­მა? ჩემი მე­ექ­ვსე შვი­ლი იქ­ნე­ბიო...

რა­საც აირ­ჩევ, ისე წავა შენი ცხოვ­რე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მომ­ღე­რალს ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ზე აქამ­დეც არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია:

"აქე­დან უნდა წა­ვი­დე! მეტი აღარ შე­მიძ­ლია… 200 0000000 პრო­ექ­ტი და იდეა მაქვს, მაქვს ნიჭი, მაქვს ყვე­ლა­ფე­რი იმი­სათ­ვის, რომ გა­ვა­კე­თო ჩემი საქ­მე, გა­ვა­კე­თო ჩემი ქვეყ­ნის­თვის და ხალ­ხის­თვის?

არაა, მე ჩემს სი­ტყვას ვი­ტყვი, სხვა­გან… და მერე გახ­დე­ბა სა­ნატ­რე­ლი ეკა! უი, უი, ეს მო­ღა­ლა­ტე­ოო, აქ რას მი­კე­თებ­დაო. ჰოდა, არა­ფერს, ვე­რა­ფერს, აქა­ურ მენ­ტა­ლი­ტეტს კარ­გად ვიც­ნობ. ამი­ტომ წა­ვე­დი, თავს უნდა მივ­ხე­დო, – სამ­შობ­ლო დე­დის ძუ­ძუ­იო, აღა­რაა დე­და­ჩე­მი ცო­ცხა­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, გერი გა­მოვ­დე­ქი. ჰოდა, სა­დაც და­მა­ფა­სებს სამ­ყა­რო, იქ ვი­ცხოვ­რებ“! – წერს ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა