"ლელას ახალგაზრდობის ელექსირი მამულიჩაა" - რას ამბობს კახა მამულაშვილი მეუღლის ახალ კლიპსა და იმიჯზე
"აღარ მინდა შენთან“ - ასე ჰქვია ლელა წურწუმიას ახალ სიმღერას და ვიდეორგოლს, რომელიც მაყურებელმა იხილა. სიმღერის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია, კლიპი კი რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა გადაიღო.
55 წლის მომღერალი, რომელიც ათწლეულებია პოპულარობას სტაბილურად ინარჩუნებს, იდეალურ ფორმაშია. სოციალურ ქსელში არ წყდება კომენტარები, რომელშიც შოკში ჩავარდნილი მაყურებელი მომღერლის მოულოდნელ გარდასახვასა და იდეალურ ფორმებს უსვამს ხაზს.
"55 წლის ლელა წურწუმია ასეთ ფორმაშია და 26 წლის მე, დილას ლოგინიდან ადგომა მეზარება“.
„ქალი-სასწაული, ქალი-ლეგენდა! ეს კლიპი არ არის, ეს არის მოვლენა, რომელმაც თვითშეფასება ამიმაღლა, როგორც ქართველს. ლელა საქართველოს სიამაყე ხარ! მიყვარხარ...“
"პატარა გოგოსავით გამოიყურება, მგონი, ეს ქალი ახალგაზრდობის ელექსირს ფლობს...“ - წერენ სოციალურ ქსელში.
Ambebi.ge მომღერლის მეუღლესა და პროდიუსერს კახა მამულაშვილს (მამულჩას) დაუკავშირდა, რომელსაც ვთხოვეთ, ლელას ფორმაში ყოფნის საიდუმლო გაემხილა და დავინტერესდით თავად მომღერალს რა რეაქცია აქვს მსგავს კომენტარებზე.
კახა მამულაშვილი:
- ლელას ახალგაზრდობის ელექსირი მამულიჩაა (იცინის). ლელა ყოველთვის მუშაობს თავის თავზე. სულ ცდილობს, რომ ფორმაში იყოს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
- ხვეულ თმაში მაყურებელს აქამდე არ უნახავს...
- ხომ იცით, როგორ არის, ადამიანები სულ სიახლეებს ითხოვენ ლელასგან. ძალიან ადრე, 1998 წელი იყო და მაშინ ასე ჰქონდა დახვეული თმა, მაგრამ ასეთ იმიჯში არასოდეს გადაუღია კლიპი. იხილეთ სრულად