რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინაში მებრძოლი 2 ქართველი ტყვედ აიყვანეს - კვირის პალიტრა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინაში მებრძოლი 2 ქართველი ტყვედ აიყვანეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში საქართველოს ორი მოქალაქე აიყვანეს ტყვედ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ტელეგრამ” არხზე გავრცელებული ვიდეოს თანახმად, მათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე აიყვანეს ტყვედ. მათი თქმით, გოგლიძე უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში გადიოდა სამხედრო სამსახურს.

რუსეთის სახელმწიფო გამოცემა “ტასის” ინფორმაციით, ასევე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს გიორგი ჩუბეთიძეც. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, იგი სამხედრო სამსახურს, ასევე, უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში გადიოდა.

"ინტერპრესნიუსი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

"ინტერპრესნიუსი"