"დაჭრილი და დაკავებულია თამაზ ელიზბარაშვილის შვილი" - რა დეტალები ხდება ცნობილი ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე ადამიანის დაჭრის ფაქტზე - კვირის პალიტრა

"დაჭრილი და დაკავებულია თამაზ ელიზბარაშვილის შვილი" - რა დეტალები ხდება ცნობილი ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე ადამიანის დაჭრის ფაქტზე

თბილისში, ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაჭრილია საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი და დაკავებულია ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი. დაჭრილია ასევე ყაზახეთის მოქალაქე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.