ლაშა ტალახაძეს საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრემ, ბატონიშვილმა ნუგზარმა მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი უბოძა
ლაშა ტალახაძეს საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრემ, ბატონიშვილმა ნუგზარმა მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი უბოძა.
13 ნოემბერს, წმინდა ასიათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრემ, ბატონიშვილმა ნუგზარმა, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ადამიანსა და დიდ ქართველ სპორტსმენს, ლაშა ტალახაძეს, საქართველოს სახელის მსოფლიოში ღირსეულად წარმოჩენისთვის, უბოძა მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი! ვულოცავთ ბატონ ლაშას ამ საპატიო ორდენის მიღებას! უფალმა დალოცოს და გააძლიეროს იგი!" - წერია საქართველოს სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"