სლოვაკეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის - კვირის პალიტრა

სლოვაკეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის

სლოვაკეთის მთავრობის განცხადებით, ისინი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდიან. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

“თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა კალინიაკმა ნატო-ს გენერალურ მდივანს უკრაინისთვის სლოვაკეთის მარაგებიდან სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი უკრაინას “ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს” სთავაზობს.

განაცხადების თანახმად, საერთაშორისო პარტნიორები “სრულიად სცემენ პატივს” სლოვაკეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას.

"ინტერპრესნიუსი"