"შოვის ამბებიდან 13 დღე იყო გასული, როცა გადავწყვიტე, გულში რაც მქონდა, ამომეღო..." - კვირის პალიტრა

"შოვის ამბებიდან 13 დღე იყო გასული, როცა გადავწყვიტე, გულში რაც მქონდა, ამომეღო..."

წელს და­სას­ვე­ნებ­ლად შოვ­ში წა­სუ­ლი წყვილს, მძი­მე აგ­ვის­ტო ჰქონ­დათ - მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად, ღვარ­ცოფ­თან ბრძო­ლა მო­უხ­დათ. 6-მეტ­რი­ან ტალ­ღე­ბის პი­რის­პირ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი სტი­ქი­ას არც ერთი წა­მით არ და­ნებ­დნენ, რო­მე­ლიც მათ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებ­და. მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძემ და მის­მა ქმარ­მა, 4 წლის კო­ტი­კო იმ სა­ში­ნე­ლე­ბი­დან უვ­ნე­ბე­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეს, თა­ვად კი ნა­კაწ­რე­ბი და და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი საკ­მა­რი­სად მი­ი­ღეს... დღეს მა­რი­ამს იმ მძი­მე დღის გახ­სე­ნე­ბა ცრემ­ლის გა­რე­შე არ შე­უძ­ლია და ცდი­ლობს, რომ არაც გა­იხ­სე­ნოს. თუმ­ცა ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი გარ­კვე­უ­ლი ფორ­მით მა­ინც ვერ ას­ცდა ამას.

- მა­რი­ამ, რო­გორ ხართ მძი­მე ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ?

- თავს ბევ­რად უკე­თე­სად ვგრძნობ, ვიდ­რე იმ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც აქამ­დე მოს­ვლას დას­ჭირ­და. ძა­ლი­ან დიდი როლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩემს ოჯახს, მე­გობ­რებს, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რებს და სტუ­დენ­ტებს მი­უ­ძღვით. გვერ­დში და­მიდ­გნენ... ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ან­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს... ის დღე თუ არ გა­მახ­სენ­და, კარ­გად ვარ და მერე მომ­დის ცრემ­ლე­ბი, მაგ­რამ ხან­და­ხან ამ ფიქ­რებ­საც ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებ...

- გან­საც­დე­ლი, რაც თავს და­გა­ტყდათ და გა­და­ი­ტა­ნეთ, რით ხსე­ნი, რა­ტომ მოხ­და? თუ ჯერ ცოტა დროა გა­სუ­ლი იმის­თვის, რომ ეს შე­ა­ფა­სოთ?

- ჯერ კი­დევ ვერ ვხდე­ბი, ჩვენს თავს ეს ამ­ბავ რა­ტომ მოხ­და. უბ­რა­ლოდ, მე და ჩემი ქმა­რი, იმ სი­ტუ­ა­ცი­ას რომ ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, რე­ა­ლუ­რად ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი ნული იყო. დღეს რომ აქ ვართ და ცო­ცხლე­ბი ვართ, ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რა­მაა. მარ­თლაც სას­წა­უ­ლი და აუხ­სნე­ლია. ბევრ რა­მე­ზე ვფიქ­რობ... გა­რეთ სა­სე­ირ­ნოდ უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით, მე საჭ­მელს ვა­კე­თებ­დი, ამი­ტომ ჩემს ქმარს ვუ­თხა­რი, კო­ტი­კო და შენ ჩა­დით და მეც გა­მო­ვალ-მეთ­ქი. კარ­გი, რა, ცალ-ცალ­კე რა­ტომ ვი­ა­როთ, და­გე­ლო­დე­ბით და ერ­თად ჩა­ვი­დე­თო. კი­დევ კარ­გი რომ არ გა­მიშ­ვა, კი­დევ კარ­გი რა­ღაც ცუდ ად­გილ­ზე არ წა­ვე­დით, კი­დევ კარ­გი, რომ მე და კო­ტი­კო თა­ვის დრო­ზე მოვ­ბრუნ­დით. კი, ბევ­რი რამ და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს.

- სად იყა­ვით კო­ტი­კოს­თან ერ­თად?

- დი­ლი­დან სას­ტუმ­რო "რა­ჭის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყავ­და გაყ­ვა­ნი­ლი, სა­ქა­ნე­ლებ­ზე, მაგ პე­რი­ოდ­ში ჩემს ქმარს ეძი­ნა... მერე კი­დევ კარ­გი ფი­ჩხის სა­ძებ­ნე­ლად გა­ვე­დი და შორს არ წავ­სულ­ვართ. ვხე­დავ­დი ჩემს ქმარს და შვილს და ისე არ მოვ­წყდი, რომ ვე­რა­ფე­რი გა­მე­გო. რა­ღა­ცე­ბი ისეა ერ­თმა­ნეთ­თან გა­დაკ­ვე­თი­ლი, ნამ­დვი­ლად სას­წა­უ­ლია... ასე რომ, არ აქვს ლო­გი­კუ­რი ახ­სნა, რო­გორ გა­დავ­რჩით. როცა, 6-მეტ­რი­ა­ნი მე­წყრის ტალ­ღის დარ­ტყმის შემ­დეგ ცო­ცხა­ლი რომ ხარ, გა­სა­ო­ცა­რია. ეს წყა­ლი ხომ არ იყო, რომ თავი ამოგ­ვე­ყო. ქვე­ბით, ტა­ლა­ხით, ხე­ე­ბით სავ­სე მასა მო­დი­ო­და... სა­ნამ რა­ჭა­ში წა­ვი­დო­დით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯგუ­ფე­ლებ­თან ერ­თად მცხე­თის ტაძ­რე­ბის მო­სა­ლო­ცად ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი. ყვე­ლა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი მო­ვი­ა­რეთ. იმ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ით და­ვი­მუხ­ტე. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი უკვე ჩემს ოჯახ­თან ერ­თად შოვ­ში წა­ვე­დი. და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი­ვით გა­მომ­დის, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად მგო­ნია, რომ იმ დღის მად­ლი, ის და­დე­ბი­თი ენერ­გია თან გაგ­ვყვა... იხილეთ სრულად