ახალდაქორწინებულმა წყვილმა ლატარიაში 1 მილიონი მოიგო - "ინსტრუქციებს უსასრულოდ ვკითხულობდით, ვერ ვიჯერებდით"
ამაზე კარგ საქორწინო საჩუქარს ვინ ინატრებდა?!
57 წლის მამაკაცმა, რომელიც ახლახან დაქორწინდა, ცოლს საქორწილო საჩუქრად ლატარიის ბილეთი აჩუქა. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი გაოგნებულები იყვნენ, როცა გაიგეს, რომ ამ ბილეთით 1 მილიონი დოლარი მოიგეს.
57 წლის ნეფემ, რომელიც მიჩიგანის შტატში ცხოვრობს, ლატარეის ბილეთი 10 დოლარად შეიძინა:
"ბილეთი ქორწილის მეორე დღეს შევიძინე და მეუღლეს გადავეცი გადასაფხეკად". მისი თქმით, როცა მან და მისმა მეუღლემ გაიგეს, რომ ჯეკპოტი მოიგეს, თავიდან არ სჯეროდათ:
"ინსტრუქციებს უსასრულოდ ვკითხულობდით, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ნამდვილად მოვიგეთ მილიონი". მან მოგვიანებით დასძინა: " ჩვენთვის ეს ორი დღე ნამდვილად გასაოცარი იყო".
წყვილმა ფულის ნაწილ-ნაწილ მიღებას, ერთჯერადად მიღება არჩია, რის შემდეგაც მათ $693.000 გადაეცათ. ახლადშეუღლებულების თქმით, მათ მოგებული თანხის ინვესტირება აქვთ გადაწყვეტილი.
წყარო: the-sun
მოამზადა: ანა სიბოშვილმა