"მადლობელი ვარ ყველაფრისთვის..." - ქეთი მელუას ვაჟი ერთი წლის გახდა
ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ზუსტად ერთი წლის წინ გახდა დედა. დღეს მის სანდროს ერთი წელი შეუსრულდა და პატარას ფოტო მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ზაფხული ქეთიმ მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოში გაატარა. პატარა ალექსანდრე მშობლებმა საქართველოში მონათლეს, სიონის ტაძარში. ნათლიებს შორის იყო გორის ქალთა კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა.
ქეთი სანდროს ქართულად უმღერის ხშირად, ქართულ წიგნებს უკითხავს და ცდილობს, ქართულად გაზარდოს, საქართველოს სიყვარული ჩაუნერგოს.
(წყარო)