იდენტიფიცირებულია 31 წლის წინ ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი: ვინ არის "გოგონა ყვავილის ტატუთი", რომლის სასტიკმა მკვლელობამ 90-იან წლებში ბელგია შეძრა
ანტვერპენში 31 წლის წინ ნაპოვნი ქალის ცხედარი იდენტიფიცირებულია - იგი ბრიტანეთის მოქალაქე, რიტა რობერტსია. სასტიკად მოკლულ ქალის ღობეზე გადაკიდებული ცხედარი 1992 წლის 3 ივნისს, ანტვერპენის ოლქის დეურნის რაიონში, მდინარე Groot Schijn-თან იპოვეს. მისი იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. ქალის ამოცნობა მარცხენა მხარზე არსებული ყვავილის ტატუთი გახდა შესაძლებელი.
ბელგიის, ჰოლანდიისა და გერმანიის პოლიციამ მაისში ახალი ვებსაიტი შექმნა, სახელწოდებით - Identify Me - მათი მიზანი მოკლული ქალის ვინაობის დადგენა იყო. ვებსაიტზე შესაძლებელი ხდება მოკლული ქალების სახის რეკონსტრუქცია, ასევე მათი პირადი ნივთების ვიდეოების და სურათების ნახვა, როგორიცაა სამკაულები და ტანსაცმელი. საერთაშორისო საპოლიციო ორგანიზაციამ გაავრცელა დეტალები გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის მისი ფიზიკური მონაცემები. (გააგრძელეთ კითხვა)