“სწორედ ამ საყვარელი არსების უფლებები დაიცვა ჩემმა შვილმა მოძალადისგან!.. ბევრი ეჭვი მაქვს...“ - რას ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა და დაჭრაც შელაპარაკების შედეგად მოხდა.
დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილის შვილი, გურამ ელიზბარაშვილია. რაც შეეხება ინციდენტს, გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე. მან შვილი საბავშვო ბაღში მიიყვანა, იქიდან გამოსულს კი კონფლიქტი გურამ ელიზბარაშვილთან მოუვიდა, რომელიც იქვე ძაღლს ასეირნებდა.
“სწორედ ამ საყვარელი არსების უფლებები დაიცვა ჩემმა შვილმა მოძალადისგან!.. ბევრი ეჭვი მაქვს...“ - აღნიშნავს თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეოში.