ქორწილი წინანდლის მამულში, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა - ბიზნესმენ გიორგი რცხილაძისა და ყაზახი აინათ ქსენბაის თანაცხოვრება, გლამურული წვეულებები და ჯვრისწერა (ფოტოები) - კვირის პალიტრა

ქორწილი წინანდლის მამულში, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა - ბიზნესმენ გიორგი რცხილაძისა და ყაზახი აინათ ქსენბაის თანაცხოვრება, გლამურული წვეულებები და ჯვრისწერა (ფოტოები)

გუ­შინ, წი­ნან­დლის მა­მულ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზიდ­ნე­ტიც ეს­წრე­ბო­და. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კა­ხეთ­ში ბიზ­ნეს­მენ გი­ორ­გი რცხი­ლა­ძის ქორ­წილ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად სტუმ­რის რან­გში ჩა­ვი­და. ბიზ­ნეს­მე­ნი რცხი­ლა­ძე წლე­ბია, რაც მსა­ხი­ობ და მო­დის დი­ზა­ნერ აი­ნათ ქსენ­ბა­ი­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ქორ­წილს პრე­ზი­დენ­ტის გარ­და, ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. წყვილ­მა ჯვა­რი ალა­ვერ­დის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა.

snapinsta-1700040009.app_402621470_18396278455027491_1400138144488409737_n_1080-42813.jpg

ვინ არის ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი რცხი­ლა­ძე?

მის სა­ხელ­სა და გვარს უცხო­ურ მე­დი­ა­ში უფრო შეხ­ვდე­ბით, ვიდ­რე ქარ­თულ­ში. ბიზ­ნეს­მე­ნი წლე­ბია, რაც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და Silk Road Group-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლის პარტნი­ო­რია. 2017 წელს რა­მიშ­ვილ­სა და რცხი­ლა­ძე­ზე იწე­რე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყალ­ბი "ტრამ­პთა­უ­ე­რის" აშე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ.

ბა­თუმ­ში Trump-tower-ის აშე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბას 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად მყოფ­მა დო­ნალდ ტრამპმა და ა სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­ა­წე­რეს ხელი. ტრამ­პის პარტნი­ო­რი იყო სწო­რედ Silk Road Group იყო. პრო­ექ­ტი დრო­ში გა­ი­წე­ლა, ხოლო 2017 წლის იან­ვარ­ში კომ­პა­ნი­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბა­თუ­მის Trump-tower-ის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას აჩე­რებ­დნენ.

snapinsta-1700040009.app_402650989_18396280147027491_7153741381293313360_n_1080-42833.jpg

მე­დი­ა­ში და­ი­წე­რა, რომ რა­მიშ­ვილ­მა პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა სხვა პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­და­წყვი­ტა.

"მე ჩა­მო­ვიყ­ვან აქ 20 მოს­კო­ველს, იმის­თვის რომ მათ იყი­დონ ბი­ნე­ბი. ვა­პი­რებ ვა­ყი­დი­ნო აქ ბინა ვლა­დი­მერ პუ­ტინს“, - ხუმ­რობ­და იმ­ჟა­მად გი­ორ­გი რცხი­ლა­ძე.

ვინ არის აი­ნათ ქსენ­ბა­ია

snapinstaapp-402621455-18396278650027491-9036450805055115690-n-1080-42852-1700040009.jpg

მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი აია­ნა ეს­მა­გამ­ბე­ტო­ვაა, მსხი­ო­ბი წარ­მო­შო­ბით ყა­ზა­ხე­თი­დან არის. მისი პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა კი­ნო­ში 2002 წლით თა­რიღ­დე­ბა. (გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები)