“ბევრი ამბობს, მამაო გახდა ლუკა...“ - ლუკა კურტანიძე მის სახეცვლილებასა და ვირუსულად გავრცელებულ კლიპზე
მოჭიდავე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი ლუკა კურტანიძე მის სახეცვლილებაზე და ვირუსულად გავრცელებულ კლიპზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს"
“ბევრი ამბობს ... მამაო გახდა ლუკა.... მე უბრალოდ ლუკა ელდარი კურტანიძე ვარ. ერთი ცოდვილი ქართველი, რომელსაც სამშობლო საქართველოსთვის ვიცხოვრე, შეცდომებით, დაცემით თუ აღმასვლით მაგრამ მხოლოდ მისთვის!
მე ღვთისმსახურთა მტვრადაც არ ვღირვარ მაგრამ ჩვენი სამშობლო ხატია ჩემთვის, ამიტომაც ვარ ასე და თვალცრემლიანი ვმადლობ უფალს იმ გზისთვის, რომელიც დღემდე გამომატარა!
აქ კადრში არის უდიდესი მსოფლიო დონის მწვრთნელი მაგამედ გუსინოვი, უამრავი მსოფლიო ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელი, ჩვენი სამშობლო საქართველოს დიდი მეგობარი და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უღალატო მეგობარი" - წერს ლუკა კურტანიძე.