"ბევრმა არც კი იცის, რომ ცოლ-ქმარი ვართ" - ვინ არის BILD-ის ქართველი ჟურნალისტი - კვირის პალიტრა

"ბევრმა არც კი იცის, რომ ცოლ-ქმარი ვართ" - ვინ არის BILD-ის ქართველი ჟურნალისტი

ნინო ლოპესი: "ასეთი კომფორტული სამსახური ჯერ არ მქონია"

BILD-ის ქართველი ჟურნალისტი, ნინო ლოპესი (მშვიდობაძე) ოც წელზე მეტია გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. Aუ Pაირ –ის პროგრამით წასული ნინო გვიამბობს იმ ნაბიჯებზე, რომელიც წარმატების მისაღწევად დასჭირდა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა: "2001 წელს "ოპერად" ჩამოვედი გერმანიაში, ვითომ ერთი წლით და მერე დავრჩი... მასმედიების მეცნიერების ფაკულტეტზე ჩავაბარე, ოღონდ მაგისტრატურაშიც ვისწავლე, რაც დამატებით კიდევ ორი სპეციალობის არჩევის შესაძლებლობას გაძლევს. ამიტომ, პედაგოგიკა და გერმანული ენების მეცნიერება ავირჩიე, რომელიც პორტუგალიურ ენაზე ვისწავლე. ამის საშუალება ყოფილმა მეუღლემ მომცა. მის პატივსაცემად, მეორე ენად სწორედ პორტუგალიური ავირჩიე, რომელიც შემდეგ გამომადგა..."

lopes5-1700080339.jpg

"მივედი ერთ-ერთ პროდაქშენ-ფირმაში სიტუაციის შესასწავლად, სტაჟირებაზე. თუმცა, გასაუბრებაზე მისულს მითხრეს, იმდენად მოგვწონს შენი მონაცემები, სამსახურს გთავაზობთო. ვერ დავიჯერე... მართვის მოწმობაც არ მქონდა, რაც საქმეს ართულებდა, რადგან სტაჟირება ნიშნავს, რომ სულ მოძრაობაში ხარ. თუმცა, ამას არ შევუფერხებივარ..."

"გერმანიაში BILD ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთია. ვებგვერდიც გვაქვს. ახლა სამედიცინო მიმართულება მაბარია, კვირაში ერთხელ მივდივარ ექიმებთან და ჯანმრთელობის თემებზე წინასწარ მომზადებული კითხვების მიხედვით, რომელიც ბევრ თემას მოიცავს, ორწუთიან ვიდეოინტერვიუს ვამზადებ, რომელიც შემდეგ გამოცემის გვერდზე იდება. არც ერთ სამსახურში ასე კომფორტულად არ მიგრძნია თავი..."

lopes2-1700080388.jpg

"დირკი ჩემი კოლეგაა. თუმცა, ბევრმა არც კი იცის, რომ ცოლ-ქმარი ვართ... აქ რეკომენდაცია მიღებულია, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს პროტეჟე, კადრმა თუ არ გაამართლა, არავის ტოვებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შრომა ყველას უფასდება: კვირა დღეს მუშაობისთვის, ცალკე გერიცხება ხელფასი; ერთი ლანჩი უფასოა; თუ ცხრამდე მიხვალ სამსახურში, საუზმეც უფასოა, ანუ ცდილობენ წაგახალისონ, მოტივაცია მოგცენ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი