მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ -13% - რა წერია IRI-ის კვლევაში? - კვირის პალიტრა

მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ -13% - რა წერია IRI-ის კვლევაში?

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.

გამოკითხვის თანამხად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩვენად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).

რაც შეეხება სხვა პარტიებს:

„ საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი)

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3% (4% მეორე არჩევანი)

„ხალხის ძალა“ - 1% (5% მეორე არჩევანი)

„ლელო“ - 2% (4% მეორე არჩევანი)

„გირჩი“ - 3% (2 მეორე არჩევანი)

გირჩი&დროა - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% ( 3 % მეორე არჩევანი)

„ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი)

„მოქალაქეები“ - 2% ( 2% მეორე არჩევანი)

„ხალხისთვის“ - 2% (1% მეორე არჩევანი)

„პატრიოტთა ალიანსი“ - 1% (1% მეორე არჩევანი)

„კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ - 1% (1% მეორე არჩევანი)

„ევროპული საქართველო“ - <1% (1% მეორე არჩევანი)

სხვა - 1% (<1% მეორე არჩევანი)

გამოკითხვის მონაცემები 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე გროვდებოდა და მასში მონაწილეობა 1,200-ზე მეტმა საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირმა მიიღო, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ.

"ინტერპრესნიუსი"