IRI -ის გამოკითხულთა 54%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის - კვირის პალიტრა

IRI -ის გამოკითხულთა 54%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, 39%-ს კი - სწორი მიმართულებით.

7%-მა განაცხადა, რომ არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.

ამასთან, მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ყველაზე დიდია 18-35 და 35-55 წლოვან ჯგუფებში (56-56%) და ურბანულ დასახლებებში (59%).

ამავდროულად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 54% - თვლის, რომ საზოგადოებაში გაბატონებული განწყობა ოპტიმისტურია. 32% თვლის, რომ ნეიტრალურია, ხოლო 14% გაბატონებულ განწყობას, როგორც პესიმისტურს აფასებს. პესიმისტური განწყობები ყველაზე მეტია 18-35 წლოვან ჯგუფში (17%) და თბილისში (19%).

გამოკითხვის მონაცემები 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში გროვდებოდა და მასში მონაწილეობა 1,200-ზე მეტმა საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირმა მიიღო, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ.

"ინტერპრესნიუსი"