დმანისში 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები - "5 ბიჭი ჩხუბობდა, 15 წლის ახალგაზრდამ დანა დაარტყა და..."
დმანისში 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. ახალგაზრდა ბიჭი ცივი იარაღით გუშინ დაჭრეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა არასრულწლოვანმა დაჭრა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მედიასაშუალებების ცნობით, შემთხვევა სოფელ ამამლოში მოხდა.მკვლელობას წინ კამათი უძღოდა.
"როგორც გავიგე 5 ბიჭი ჩხუბობდა, სამი იმ არასრულწლოვანის მეგობარი, ყველა გაიქცა, დაახლოებით 15 წლის არის, ვინც 18 წლის ბიჭს დანა დაარტყა და მოკლა" - ჰყვება ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას