"ისევ გააქტიურდნენ კიბერთაღლითები.. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში არის მაღალი რისკი იმის, რომ მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაცია მოიპოვონ თაღლითებმა"
ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს.
"ისევ გააქტიურდნენ კიბერთაღლითები. ამჯერად whatsapp-ის, viber-ის ან sms-ის საშუალებით უგზავნიან მომხმარებელს გზავნილს და ატყობინებენ, თითქოს მან მოიგო გარკვეული თანხა გათამაშებაში, რისთვისაც უნდა გადავიდნენ ბმულზე.
ბმულზე გადასვლის შემთხვევაში არის მაღალი რისკი იმის, რომ მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაცია მოიპოვონ თაღლითებმა და დაეუფლონ მის კუთვნილ თანხას.
ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:
- დააკვირდი გამომგზავნის დასახელებას და ბმულის მისამართს;
- დარწმუნდი, რომ სწორად არის მითითებული გამომგზავნი ბანკის დასახელება და ვებგვერდის მისამართი;
- არ გადახვიდე და არ შეიყვანო შენი საბანკო ინფორმაცია და პაროლი საეჭვო ბმულებზე;
- თუ შემთხვევით გადახვედით ბმულზე, არ დააჭიროთ გამოსულ ფანჯარას თუ შენიშნე, რომ შენი საბანკო მონაცემები საეჭვო გვერდზე შეიყვანე დაუყოვნებლივ: დაბლოკე ბარათი ციფრული ბანკიდან განაახლე user-ი და პაროლი დაუკავშირდი შენს ბანკს" - ვკითხულობთ ტექსტში.