პირველი ინტერვიუ სოფი ლორენის ქართველ სარძლოსთან - "ჩემს ცხოვრებაში იმდენი დაუჯერებელი რამ მოხდა, ხშირად მგონია რომ ჰოლივუდურ ფილმში ვცხოვრობ..."
რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ცნობილი მსახიობის სოფი ლორენის ვაჟი, დირიჟორი კარლო პონტი ქართველ გოგონაზე იყო შეყვარებული. მარიამ შარმანაშვილი ერთ დღეში იქცა პოპულარულ სახედ. ალბათ, ძალიან ცოტა მედიასაშუალებაა, რომელსაც მისი ინტერვიუზე დათანხმება არ უცდია, თუმცა პრესასთან საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა.
მარიამი პროფესიით ფარმაცევტია, ზუმბას ინსტრუქტორობა ოჯახის დანგრევის შემდეგ გადაწყვიტა. ამბობს, რომ ზუმბა ძალიან დაეხმარა სტრესთან გამკლავებაში. ამბობს, რომ მისი წარმატების საიდუმლო მადლიერებაა, ყოველთვის ფიქრობდა, რომ იღბლიანი გოგო იყო და არასოდეს დაუკარგავს მომავლის იმედი.
მარიამ შარმანაშვილმა საკუთარ ცხოვრებაზე ექსკლუზიურად AMBEBI.GE-სთან ისაუბრა.
- დაახლოებით ერთი წლის წინ, მთელმა საქართველომ, როგორც კარლო პონტის შეყვარებული, გაგიცნოთ, თუმცა როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ. თქვენზე მოგვიყევით.
- სანამ ჩემზე მოგიყვებოდეთ, მინდა ჩემი პირველი ინტერვიუ მადლობით დავიწყო. მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას პოზიტიური გამოხმაურებისთვის და დამოკიდებულებისთვის, უამრავი ადამიანის მესიჯი მომდის პირად შეტყობინებებში, თუ როგორ მგულშემატკივრობენ და როგორი მოტივაცია ვარ მათთვის ჩემი პირადი ისტორიით, მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული და მხარდაჭერა მხვდა წილად.
ახლა კი რაც შემეხება მე, ვარ ძალიან მრავალფეროვანი და აქტიური ადამიანი, პროფესიით ვარ ფარმაცევტი და ამ სფეროში ვიმუშავე 12 წელი, თუმცა ბოლო ორი წელია პროფესია შევიცვალე და ფიტნეს ინდუსტრიაში გადმოვინაცვლე. როგორც ჩანს, ადამიანებზე ზრუნვა ჩემი მთავარი მოწოდებაა. ახლა ვმუშაობ ზუმბას ფიტნეს ინსტრუქტორად, ჩემი მიზანია ახალი პროფესიით შევძლო რაც შეიძლება მეტი ქალბატონის მოტივაცია და გაჯანსაღება. (გააგრძელეთ კითხვა)