"ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, როცა ჩხუბი დაიწყო" - ვინ არის დმანისში მოკლული 18 წლის ბიჭი და რას ჰყვებიან ადგილობრივები?
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს ახალგაზრდებს შორის სტადიონზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი 15 წლის გუსეინ ნასიბოვია და ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ საღამოს ახალგაზრდები სტადიონზე იყვნენ შეკრებილები და ფეხბურთს თამაშობდნენ. სწორედ ამ დროს მოხდა 15 წლის ბიჭსა და 18 წლის ახალგაზრდას შორის სიტყვიერი დაპირისპირება.
გუსეინ ნასიბოვმა 18 წლის ელვინ გუსეინოვი დანით დაჭრა. ახალგაზრდა დმანისის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
AMBEBI.GE-სთან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ელვინის ოჯახის წევრებმა მისი სიკვდილის შესახებ შეიტყვეს, საავადმყოფოს ფანჯრები დააზიანეს. ადგილობრივებს უჭირთ საუბარი იმაზე, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
"ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, როცა ჩხუბი დაიწყო. ბრალდებულის ბაბუა სკოლის დირექტორის მოადგილეა, ისიც ამავე სოფელში ცხოვრობს. დაჭრილი დმანისის საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. წუხელ გვიან ღამით ოჯახის წევრებმა როდესაც გაიგეს, რომ ბიჭი გარდაცვლილი იყო, საავადმყოფოს შენობის შუშები დააზიანეს", - განუცხადა AMBEBIGE-ს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა. (გააგრძელეთ კითხვა)