"ეს სამწუხარო, მაგრამ სავსებით რეალური პერსპექტივაა" - რას ამბობს გია ხუხაშვილი IRI-ს კვლევაზე
ექსპერტი გია ხუხაშვილი IRI-ს კვლევას ეხმაურება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკურ რეიტინგებსაც მოიცავს.
"IRI-ს კვლევაში ყველაზე ინფორმატიული გახლავთ "ნაცების" (40%) და "ქოცების" (29%) ნეგატიური რეიტინგი. ეს ნიშნავს, რომ "ნაცმოძრაობას" არანაირი ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ გააჩნია და მისი მთავარი ამოცანა მხოლოდ არსებული მხარდაჭერის შენარჩუნებაა. ხოლო, ყველა პარტია, რომელიც მასთან შევა კოალიციაში, დაკარგავს საკუთარ ელექტორატს და შესაბამისად იდენტობას. ნუ, ერთი-ორი კაცი ისარგებლებს გამსვლელ სიაში მოხვედრით.
"ქართულ ოცნებასაც" პრაქტიკულად აღარ გააჩნია ელექტორალური ზრდის პოტენციალი. თუმცა მას ჯერ კიდევ შეუძლია სხვადასხვა რესურსის ბოროტად გამოყენებით მოახდინოს ნეიტრალური, ე.წ. “სამობილიზაციო ელექტორატის” მოზიდვა იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის ამ სეგმენტის აღებას ვერ შეძლებენ ალტერნატული პოლიტიკური ცენტრები.ეს კი სამწუხარო, მაგრამ სავსებით რეალური პერსპექტივაა…