"და­ბომბვის მუდ­მი­ვი ხმე­ბის გამო, ბევ­რმა ქალ­მა გა­ნი­ცა­და სპონ­ტა­ნუ­რი აბორ­ტი... სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ბევ­რი მშო­ბი­ა­რე ქალი იყო. ისი­ნი ღა­ზის ყვე­ლა კუ­თხი­დან მო­დი­ოდ­ნენ" - კვირის პალიტრა

"და­ბომბვის მუდ­მი­ვი ხმე­ბის გამო, ბევ­რმა ქალ­მა გა­ნი­ცა­და სპონ­ტა­ნუ­რი აბორ­ტი... სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ბევ­რი მშო­ბი­ა­რე ქალი იყო. ისი­ნი ღა­ზის ყვე­ლა კუ­თხი­დან მო­დი­ოდ­ნენ"

სამ­ხრეთ ღა­ზა­ში, ერთ-ერთი სკო­ლის თავ­შე­სა­ფარ­ში 24 წლის ქალ­მა იმ­შო­ბი­ა­რა. კე­ფა­ია აბუ სა­ბე­რის­თვის ეს პირ­ვე­ლი შვი­ლია - მას გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. ქალი წარ­მო­შო­ბით ღა­ზის ჩრდი­ლო­ე­თი­და­ნაა და სახ­ლი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა.

დე­დო­ბა მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში რთუ­ლია, მაგ­რამ კე­ფა­ი­ას ამის გა­კე­თე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრავ­მის ქვეშ მო­უხ­და.

"ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ში გაქ­ცე­ვა მო­მი­წია. ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი. თავ­და­პირ­ვე­ლად ნუ­სე­ი­რა­თის ბა­ნაკ­ში წა­ვე­დით, მაგ­რამ სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბე­ბი ახ­ლოს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - ცხედ­რებს ვხე­დავ­დი, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო“ - ამ­ბობს კე­ფა­ია.

ოჯახ­მა სა­ბო­ლო­ოდ მი­აღ­წია ქუ­ვე­ი­თის სა­ა­ვად­მყო­ფოს, მაგ­რამ სამ­შო­ბი­ა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა და­ი­ხუ­რა. შე­დე­გად, კე­ფა­ია გა­და­იყ­ვა­ნეს ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ბევ­რი მშო­ბი­ა­რე ქალი იყო. ისი­ნი ღა­ზის ყვე­ლა კუ­თხი­დან მო­დი­ოდ­ნენ“ - ამ­ბობს ის- "ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყო, ამი­ტომ ექი­მე­ბი მას მხო­ლოდ მა­შინ იყე­ნებ­დნენ, თუ ტკი­ვი­ლი მარ­თლაც აუ­ტა­ნე­ლი ხდე­ბო­და. მე მშო­ბი­ა­რო­ბა ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის გა­რე­შე მო­მი­წია.“

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია (WHO) აცხა­დებს, რომ ღა­ზა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს საწ­ვა­ვის ნაკ­ლე­ბო­ბის, და­ზი­ა­ნე­ბის, თავ­დას­ხმე­ბი­სა და და­უც­ვე­ლო­ბის გამო. გა­ე­როს შე­ფა­სე­ბით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 50,000 ორ­სუ­ლი ქა­ლია. ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 180 ქალი მშო­ბი­ა­რობს.

ოლა აბუ ოა­ლი­საც შვი­ლის გა­ჩე­ნა ღა­ზის სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს მო­უ­წია:

"ჩემი ბავ­შვი ორი კვი­რი­საა. ის ომის დროს და­ი­ბა­და, სწო­რედ აქ, ამ თავ­შე­სა­ფარ­ში," - ამ­ბობს ის. ოლას კი­დევ ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი ჰყავს. ისი­ნი ამ­ჟა­მად თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რო­ბენ.

ezgifcom-webp-to-jpg-2023-11-15t195426425-71681-1700123527.jpg

"ორი­ვე შვი­ლი ავა­დაა, მუ­ცე­ლი ებე­რე­ბათ და აქვთ ძლი­ე­რი ფა­ღა­რა­თი. უკვე სამ­ჯერ მო­მი­წია მე­ო­რე ბავ­შვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წაყ­ვა­ნა წვე­თო­ვან­ზე, მაგ­რამ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ შეც­ვლი­ლა. წყა­ლი არ გვაქვს. ჩემი შვი­ლის­თვის რძე არ არის. ტუ­ა­ლე­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი აუ­ტა­ნე­ლია“ - ამ­ბობს ოლა. (გააგრძელეთ კითხვა)