ხონის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა - კვირის პალიტრა

ხონის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ცო­ფის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ხო­ნის მე­რია ავ­რცე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ლადო ჯურ­ხა­ძემ, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წე­რი­ლო­ბი­თი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოს­ცა.

"სო­ფელ ნა­ხა­ხუ­ლევ­ში მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბის ფაქ­ტი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტურ­და. შე­დე­გად, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ვე­ტე­რი­ნა­რებ­მა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკვე და­ი­წყეს. ცო­ფის­თვის სა­შიშ ბუ­ფე­რულ ზო­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ცხო­ვე­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ასე­ვე, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­ვა­დე­ბულ ცხო­ველ­თან იყ­ვნენ კონ­ტაქ­ტში, აყ­ვა­ნი­ლი არი­ან ან­ტი­რა­ბი­ულ კონ­ტროლ­ზე. კა­რან­ტი­ნი , და­ა­ვა­დე­ბის კე­რი­დან 3 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უსს მო­ი­ცავს და ცო­ფით ცხო­ვე­ლის და­ა­ვა­დე­ბის უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის და სა­ლიკ­ვი­და­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­დან 60 დღის შემ­დეგ მო­იხ­სნე­ბა"- წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.