როგორ მოქმედებს დისტანციურად მუშაობა მსოფლიოს უდიდესი ქალაქების ეკონომიკაზე - კვირის პალიტრა

როგორ მოქმედებს დისტანციურად მუშაობა მსოფლიოს უდიდესი ქალაქების ეკონომიკაზე

პანდემიამ ოფისებში დასაქმებულების ყოველდღიური ცხოვრება სულ რამდენიმე წელიწადში რადიკალურად შეცვალა. დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ ბევრმა სპეციალისტმა საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც კი სახლიდან მუშაობა გააგრძელა.

რა ცვლილებები ელის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს მსოფლიოში, გავლენიანი გამოცემები და საკონსულტაციო კომპანიები მსჯელობენ.

სულ რამდენიმე წელიწადში - 2020 წლის დასაწყისიდან 2022 წლის ბოლომდე - ბიზნეს შენობებში ტრაფიკი მნიშვნელოვნად, 30%-ით დაეცა. ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მსხვილ ფირმებში დასაქმებულთა მხოლოდ 37% დაბრუნდა ოფისებში - აცხადებენ McKinsey Global Institute-ის ანალიტიკოსები.

ექსპერტები თვლიან, რომ ეს ტენდენცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მაგალითად, კვლევის დროს გამოკითხულმა ყოველმა მეათე ადამიანმა თქვა, რომ ურჩევნია დატოვოს სამსახური, თუ კომპანიის ხელმძღვანელი მას ოფისში ყოველდღე მოსთხოვს მუშაობას. უფრო მეტიც, ადამიანები მზად არიან დაიკლონ ხელფასი, თუ ეს საშუალებას მისცემს მათ სახლიდან იმუშაონ.

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების თანამშრომლების 37% ოფისებში დაბრუნდნენ. ამ მხრივ, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებს შორის ყველაზე მეტად ამერიკის ქალაქები - დალასი, ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო და ბოსტონი დაზარალდა. ექსპერტები ამას იმით ხსნიან, რომ აშშ-ის დიდი ქალაქების ცენტრებში აქცენტი, როგორც წესი, ძირითადად ბიზნეს ცენტრებზე კეთდება, ნაკლებად მაღაზიებზე, რესტორნებსა და სხვა საცალო ობიექტებზე. ამ მხრივ გამონაკლისი არის ნიუ-იორკი, სადაც პანდემიის დროს მოსახლეობის სწრაფი გადინება დიდწილად მისი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქის სტატუსით აიხსნება. (გააგრძელეთ კითხვა)