საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - კვირის პალიტრა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის 2025 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის ფარ­გლებ­ში გას­ვლა­ზე ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას და­უ­პი­რის­პირ­და და 1:0 და­ა­მარ­ცხა.

ახალ­გაზ­რდა "ჯვა­როს­ნე­ბი" მთე­ლი შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას ფლობ­დნენ და უამ­რა­ვი მო­მენ­ტი შექ­მნეს, თუმ­ცა ერ­თა­დერ­თი გოლი 54- წუთ­ზე საბა მა­მა­ცაშ­ვი­ლის სა­ჯა­რი­მოს გა­რე­დან ულა­მა­ზე­სი გას­რო­ლით გა­ი­ტა­ნეს.

ამ გა­მარ­ჯვე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი 3 ქულა ჩა­ი­წე­რა და 10 ქუ­ლით მე-2 პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, თუმ­ცა ჩვენს მთა­ვარ კონ­კუ­რენტ შვე­დეთს ერ­თით ნაკ­ლე­ბი მატ­ჩი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

შემ­დეგ შეხ­ვედ­რას რა­მაზ სვნა­ძის გაწ­ვრთნი­ლე­ბი უკვე 2024 წელს გა­მარ­თა­ვენ და 26 მარტს გას­ვლა­ზე გიბ­რალ­ტარს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. იხილეთ სრულად