მოლდოვისა და ავსტრიის პრეზიდენტების შეხვედრა ინციდენტით დასრულდა - მაია სანდუს ძაღლმა ალექსანდერ ვან დერ ბელლენს უკბინა - კვირის პალიტრა

მოლდოვისა და ავსტრიის პრეზიდენტების შეხვედრა ინციდენტით დასრულდა - მაია სანდუს ძაღლმა ალექსანდერ ვან დერ ბელლენს უკბინა

ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენტს ალექ­სან­დერ ვან დერ ბელ­ლენს მთლად სა­სი­ა­მოვ­ნო დღე ვერ ჰქონ­და. ის კი­ში­ნი­ოვ­ში მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენტ მაია სან­დუს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სან­დუს ძაღ­ლის­თვის მო­ფე­რე­ბა მო­ინ­დო­მა, რა დრო­საც მაია სან­დუს ოთხფე­ხა მე­გო­ბარ­მა უკბი­ნა.

მოლ­დო­ვას პრე­ზი­დენ­ტმა მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი მას შემ­დეგ შე­ი­ფა­რა, რაც ის ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და ერთი თათი და­კარ­გა. კოდ­რუ­ცის (ძაღ­ლის სა­ხე­ლი - რედ.), სა­ვა­რა­უ­დოდ, უცხო პი­რის შე­შინ­და და ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენტს ხელ­ზე ამი­ტო­მაც უკბი­ნა.

ინ­ცი­დენ­ტი სან­დუს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეზო­ში მოხ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტი მოლ­დო­ვას პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ იგორ გრო­სუს­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­მოჩ­ნდა, რა დრო­საც ვან დერ ბელ­ლენს ხელი შეხ­ვე­უ­ლი ჰქონ­და.

ცნო­ბის­თვის, ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტი კი­ში­ნი­ოვ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა. 17 ნო­ემ­ბერს ის და სან­დუ მოლ­დო­ვურ-ავ­სტრი­ულ ბიზ­ნეს­ფო­რუმ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ვან დერ ბელ­ლე­ნი ღიად უჭერს მოლ­დო­ვის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბას, რა­ზეც, იმე­დია, დაკ­ბე­ნის მერე არ აი­ღებს ხელს...იხილეთ სრულად