ცნობილი ქართველები, რომლებიც პრეზიდენტის წამოწყებულ კამპანიას შეუერთდნენ - ფოტოები ორბელიანის სასახლეში გამართული მიღებიდან - კვირის პალიტრა

ცნობილი ქართველები, რომლებიც პრეზიდენტის წამოწყებულ კამპანიას შეუერთდნენ - ფოტოები ორბელიანის სასახლეში გამართული მიღებიდან

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე უკან და­ხე­ვა არის სა­ქარ­თვე­ლოს დამ­თავ­რე­ბა; ასე რომ, ჩვენ წინ მივ­დი­ვართ!, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სი­ტყვით მი­მარ­თა კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

401841802-890750839085277-2131592533614913117-n-35641-1700204807.jpg

"ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის [პრო­ცე­სი] არის გზა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბის გზაა! შე­იძ­ლე­ბა ამან მი­ი­ღოს მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა ფორ­მა, მაგ­რამ ჩვენ ვი­ცით, რომ აქ უკან და­ხე­ვა არ არ­სე­ბობს! აქ უკან და­ხე­ვა არის სა­ქარ­თვე­ლოს დამ­თავ­რე­ბა! ასე რომ, ჩვენ წინ მივ­დი­ვართ. პირ­ველ რიგ­ში, თქვენ მი­დი­ხართ წინ და ჩვენ, ყვე­ლა­ნი თქვენ მოგ­ყვე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

ხელ­მო­წე­რე­ბის კამ­პა­ნია "ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პას!“ გრძელ­დე­ბა, მას­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თვე­ბი­ან და პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რით თა­ვი­ანთ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

401848483-890750889085272-1010629366954204694-n-35631-1700204808.jpg

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა დღეს, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს უმას­პინ­ძლა, რომ­ლე­ბიც ხელ­მო­წე­რე­ბის კამ­პა­ნი­ას შე­ურთდნენ. მათ შო­რის იყ­ვნენ რე­ჟი­სო­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი...ხელ­მო­წე­რე­ბის კამ­პა­ნია 8 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო და სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­თხოვ­ნით ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რე­ბი­სად­მი მი­მარ­თვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თუ­ლი მი­ღე­ბი­დან