სოფო ჯაფარიძის ფაქტორი - რატომ "დასცხეს" ერთმანეთს კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა და ეძებს თუ არა ახალ სპონსორს სააკაშვილი ამერიკაში?! - კვირის პალიტრა

სოფო ჯაფარიძის ფაქტორი - რატომ "დასცხეს" ერთმანეთს კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა და ეძებს თუ არა ახალ სპონსორს სააკაშვილი ამერიკაში?!

„ნაცმოძრაობაში“ დიდი გაუგებრობა რომ არის, არახალი ამბავია. ნიკა მელია, დიდი ალბათობით, 23 ნოემბრის შემდეგ პარტიიდან წავა(შეგახსენებთ, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად შეკრებას აპირებს სამომავლო გეგმებთან მსჯელობის მიზნით).

ასევე, ბოლო პერიოდში, პარტიასთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილი, ფაქტობრივად, ჩამოსცილდა პარტიულ საქმიანობას. როგორც ჩვენ ინფორმირებული წყარო გვიყვება, ამის მიზეზი სოფო ჯაფარიძის ფაქტორია.

შეგახსენებთ, რომ სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის სპეცწარმომადგენელია და ერთგვარი „ნაცმოძრაობის“ პარალელური სტრუქტურა შექმნა. დამოუკიდებლად ატარებს აქციებს, ღონისძიებებს და ა.შ. ეს კი თურმე დავით კეზერაშვილს აღიზიანებს.

პირველ რიგში, იმიტომ, რომ კეზერაშვილს სურს თავად განსაზღვროს „ნაცმოძრაობისა“ და მასთან დაახლოებული სტრუქტურებისა თუ სატელიტების პოლიტიკა(იმ ელემენტალური მიზეზის გამო, რომ პარტიული საქმიანობის ფულის 90%-ს თავისი ჯიბიდან იხდის). მეორეც - კეზერაშვილს სურს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სია თავად დააკომპლექტოს და არ სურს სიაში იხილოს სოფო ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა სიაში ჩაწერა სააკაშვილს სურს. მესამე - ზემოხსენებული პარალელური სტრუქტურებით ის კონკურენტს ხედავს.

როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება, სამაგიეროდ, მერაბიშვილი სოფო ჯაფარიძეს უჭერს მხარს. უფრო ზუსტად, მერაბიშვილი მხარს უჭერს სააკაშვილის იდეას, რომ სოფო ჯაფარიძე როგორც ყოფილი პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, წინა პლანზე წამოიწიოს.

მოკლედ, ამ თემაზე მომხდარა კონფლიქტი კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორის, რის შემდეგადაც ყოფილი შს მინისტრი ჩამოშორდა პარტიულ საქმიანობას.

შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილს პარალელირად, ურთიერთობები სააკაშვილთანაც დაეძაბა. მას „ვივა მედის“ კლინიკაში მას წერილი მისწერა, სადაც ამბობს, რომ თუ პარტიიიდან ამრევები არ გაირიყებიან და ბოლოს და ბოლოს სააკაშვილი არ ჩამოყალიბდება, ვის უჭერს მხარს, კეზერაშვილი პარტიას დაფინანსებას შეუწყვეტს.

გულისხმობს თუ არა „ამრევებში“ კეზერაშვილი მხოლოდ ნიკა მელიას? სავარაუდოდ, არა. თუმცა მეორე მხრივ ფაქტია, რომ სააკაშვილის ფბგვერდიდან გაქრა სტატუსი, რომელშიც ის მელიას აქებდა.

ჩვენ არ ვიცით, დალაგდებიან თუ არა სააკაშვილი და კეზერაშვილი. თუმცა არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი პოტენციურ ახალ სპონსორთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. მისი ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.