ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"