კოდური სახელწოდება "მაიდან 3" - ზელენსკის მტკიცებით, კრემლი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში დესტაბილიზაციას ამზადებს, რომლის მთავარი მიზანი ხელისუფლების დამხობა და სახელმწიფო გადატრიალებაა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს უკრაინის საზოგადოების გახლეჩვას და ქვეყნის შიგნით ქაოსის შექმნას.
"ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსული გეგმას აქვს კოდური სახელწოდება "მაიდან 3". მაიდანი კიევის ცენტრალური მოედანია, სადაც 2004 და 2014 წლებში რევოლუციები დაიწყო. 2014 წელს ამ რევოლუციის შედეგად მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში გაქიცა.
"მათთვის მაიდანი - ეს გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაციის მიზნების გასაგებია", - განაცხადა ზელენსკიმ.