რამ გამოიწვია ერევნის უნივერსიტეტში აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - საქმის ახალი დეტალები
დღეს, 17 ნოემბერს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
დაშავებულების შორის ერთ-ერთი არის პოლიციელი, რომელიც აფეთქების შემდეგ სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა. სამართალდამცველთა განცხადებით, მან ჩაისუნთქა დიდი ოდენობით კვამლი, რის გამოც ცუდად გახდა და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაღუპულს, "არმენპრესის" ინფორმაციით, ის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელია. დანარჩენი დაშავებულებიც ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან.
მედიის ცნობით, აფეთქება უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობის სარდაფში მოხდა. (გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები)