სანქციების მე-12 პაკეტი მედვედევის შვილს და პუტინის კიდევ ერთ ნათესავს შეეხება - კვირის პალიტრა

სანქციების მე-12 პაკეტი მედვედევის შვილს და პუტინის კიდევ ერთ ნათესავს შეეხება

ევროკომისიის მიერ დაანონსებული ანტირუსული სანქციების მე-12 პაკეტში ათობით პირს შორის, სავარაუდოდ, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის შვილი და პუტინის ნათესავიც მოხვდებიან. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს..

იმ ადამიანთა შორის, რომელთა სასანქციო სიაში დამატებაც ევროკომისიას სურს, არის პუტინის ბიძაშვილი, ანა ცივილევა. ის ფონდ „სამშობლოს დამცველებს“ ხელმძღვანელობს, რომელიც უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს ეხმარება.

გაფართოებულ სიაში, ასევე, მოხვდება ილია მედვედევი, რომლის სახელი და დაბადების თარიღი დიმიტრი მედვედევის ერთადერთი ვაჟის სახელსა და დაბადების თარიღს ემთხვევა. მას უკრაინაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული კამპანიის ორგანიზებაში ედება ბრალი.

მე-12 პაკეტის წინადადებები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვაში როლისთვის სანქციების დაწესებას მთლიანობაში 120-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ ითვალისწინებს. საუბარია რუსეთის ფედერაციის სამხედრო, თავდაცვისა და IT-სექტორის წარმომადგენლებზე, ასევე „სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ოპერატორებზე.“ (გააგრძელეთ კითხვა)