უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცი­ამ მე­ო­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ - რას წერს რადას დეპუტატი? - კვირის პალიტრა

უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცი­ამ მე­ო­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ - რას წერს რადას დეპუტატი?

უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცი­ამ მე­ო­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ყო­ფი­ლი მრჩევ­ლის ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ.

"მო­ქა­ლა­ქე არეს­ტო­ვი­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის წარ­მო­ე­ბა. ამის შე­სა­ხებ მაც­ნო­ბა უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნულ­მა პო­ლი­ცი­ამ, მე კი თქვენ გაც­ნო­ბებთ. ვე­ლო­დე­ბით "მზვე­რა­ვის" უკ­რა­ი­ნა­ში სწრაფ (თუმ­ცა სა­ეჭ­ვო) დაბ­რუ­ნე­ბას“, - წერს უმაღ­ლე­სი რა­დად დე­პუ­ტა­ტი ნა­ტა­ლია პიპა პარ­ტია "გო­ლო­სი­დან“. საქ­მე შე­ე­ხე­ბა სწო­რედ პი­პა­სა და არეს­ტო­ვიჩ­სა შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას.

უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ცია აცხა­დევს, რომ 29 დე­პუ­ტა­ტის ჯგუ­ფის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის წარ­მო­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­სა და დე­პუ­ტატ ნა­ტა­ლია პი­პას შო­რის უთან­ხმო­ე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ი­წყო. ზა­ფხულ­ში ნა­ტა­ლია პი­პას ოდე­სის ქუ­ჩა­ში ერთ-ერთ მო­ზარ­დთან და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­ვი­და. ბიჭი ქუ­ჩა­ში რუ­სულ ენა­ზე ას­რუ­ლებ­და საბ­ჭო­თა მომ­ღერ­ლის, ვიქ­ტორ ცოის სიმ­ღე­რებს, რა­ზეც სა­ხალ­ხო დე­პუ­ტატ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა.

დე­პუ­ტატს ახალ­გაზ­რდამ უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა, რის შემ­დე­გაც ქალ­მა პო­ლი­ცი­ა­ში იჩივ­ლა. მომ­ხდა­რის შემ­დეგ, ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა და ნა­ტა­ლია პიპა უკ­რა­ი­ნა­ში ეროვ­ნუ­ლი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა მო­ი­თხო­ვა.

ოქ­ტომ­ბერ­ში დე­პუ­ტა­ტე­ბის ჯგუფ­მა უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნა და არეს­ტო­ვიჩს და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი.

ამ დრო­ის­თვის არეს­ტო­ვი­ჩი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა. ორი კვი­რის წინ ყო­ფილ­მა მრჩე­ველ­მა აშშ-დან გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფო­ტო­ე­ბი. იხილეთ სრულად