"მე და სოფომ 6 საათი ვიმგზავრეთ, ამ ადამიანისთვის სიხარული რომ მიგვენიჭებინა... რაც შეეხება ტორტს, მიშა მე დავაწერე" - რას წერს ამერიკაში მყოფი გია ხუროშვილი ჯაფარიძისა და ემიგრანტის შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

"მე და სოფომ 6 საათი ვიმგზავრეთ, ამ ადამიანისთვის სიხარული რომ მიგვენიჭებინა... რაც შეეხება ტორტს, მიშა მე დავაწერე" - რას წერს ამერიკაში მყოფი გია ხუროშვილი ჯაფარიძისა და ემიგრანტის შეხვედრაზე

ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის ყო­ფი­ლი გამ­გე­ბე­ლი გია ხუ­როშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის სოფო ჯა­ფა­რი­ძი­სა და ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის შეხ­ვედ­რას ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ "ქალ­ბა­ტო­ნის გა­სა­ხა­რებ­ლად მან და სო­ფომ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იმ­გზავ­რეს". ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კას და ირო­ნი­ულ კო­მენ­ტა­რებს ხუ­როშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­სუ­ხობს.

"რო­გორც წესი სე­რი­ო­ზულ კო­მენ­ტა­რებს არ ვა­კე­თებ ხომ­ლე, რო­დე­საც კრი­ტი­კა უსა­ფუძ­ვლოდ მი­მაჩ­ნია, მაგ­რამ მა­ინც დავ­წერ:- გამ­გე­ბი გა­ი­გებს!....ნა­ცე­ბო და ქო­ცე­ბო: ჩემო ქარ­თვე­ლე­ბო:მოგ­მარ­თავთ მათ, ვი­საც არ გა­მო­გიც­დი­ათ ემიგ­რა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ე­ბი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი! ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის სუ­რა­თებს რომ უყუ­რებთ, ბრჭყვი­ა­ლა მა­ნ­ჰე­ტე­ნი­დან, ნუ გგო­ნი­ათ რომ ეს ყვე­ლა ბრჭყვი­ა­ლა ნა­თუ­რა მას ანა­თებს! შა­ნე­ლის მა­ღა­ზი­ას­თან რომ პო­ზი­რებს ახალ­გაზ­რდა გოგო, ნუ გგო­ნი­ათ, რომ ეს შა­ნე­ლის მა­ღა­ზია მი­სია!

ჭიქა კოქ­ტე­ილს ხელ­ში რომ და­ი­კა­ვებს ადა­მი­ა­ნი და ინ­სტეგ­რამ­ზე სთო­რად ატ­ვირ­თავს, ნუ გე­გო­ნე­ბათ, რომ ეს მისი ყველ­დღი­უ­რო­ბაა!ამ ყე­ლაფ­რის მიღ­მა უმ­ძი­მე­სი ფი­ზი­კუ­რი შრო­მაა, პა­სუ­ხის­მებ­ლო­ბაა ოჯა­ხის და ქვეყ­ნის წი­ნა­შე.ხში­რად "გაპ­რან­ჭუ­ლი" ფოტო და ვი­დე­ოს და­დე­ბა ხდე­ბა იმი­სათ­ვის, რომ სა­კუ­თარ ოჯახს უთხრას "ჩემ­ზე არ იდარ­დოთ, მე კარ­გად ვარო"!

ამ ემიგ­რან­ტებს მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­და­ნაც სჭირ­დე­ბათ, არა მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბის არა­მედ მთავ­რო­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან!ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცია და მის­თვის სა­სურ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის და­ნახ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი სწო­რედ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის დას­ტუ­რია!სა­ნამ ვი­დე­ოს გა­და­ა­ზი­ა­რებთ, მერე იქი­ლი­კებთ და ბო­როტ კო­მენ­ტარს და­წერთ, იფიქ­რეთ რას აკე­თებთ!არა­ვინ იცით ცხოვ­რე­ბა ვის რაა გვიმ­ზა­დებს!

პ.ს. მე და სო­ფომ 6 სა­ა­თი ვიმ­გზავ­რეთ, 1 ადა­ი­ა­ნი­სათ­ვის ეს სი­ხა­რუ­ლი რომ მიგ­ვე­ნი­ჭე­ბი­ნა!ვი­დე­ოს გა­ზი­ა­რე­ბით კი ბევ­რს პო­ზი­ტი­ვი გა­დავ­დეთ!- ნე­გა­ტი­ვი თავ­ში არც გაგ­ვივ­ლია!"პერო" ს ბო­ლომ შე­იძ­ლე­ბა კაცი მოკ­ლას, ამ "პე­როს" შხამ­ში თუ ამო­ავ­ლებ! გა­მო­იძ­რეთ შხა­მი­ა­ნი "პე­რო­ე­ბი" და ისე "ის­ვეტსკა­ვეთ...

ვი­ღა­ცე­ე­ბი ნერ­ვი­უ­ლო­ბენ ტორტზე წარ­წე­რა კარ­გად ვერ ვნა­ხე­თო! სახ­ლში გა­კე­თე­ბუ­ლი ნა­ყი­ნის ტორ­ტია, კო­ლუმ­ბი­ე­ლე­ბის სა­ნა­ყი­ნე­დან! სა­გან­გე­ბოდ შე­ვუკ­ვე­თეთ!- დიახ იმას ვა­კე­თებთ, რა­საც მიშა გა­ა­კე­თებ­და! პ.ს. მი­შას არ და­ა­წერ­და!- ეგ მე და­ვა­წე­რე!- რად­გან მიშა ჩვენ­თან ერ­თად არ იყო!" - წერს ხუ­როშ­ვი­ლი. (წყარო)