"ჩემი ერთადერთი შვილი სამმა ბიჭმა გაიტყუა... მოკლეს" - 18 წლის ელვინ გუსეინოვის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის მოზარდს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

"ჩემი ერთადერთი შვილი სამმა ბიჭმა გაიტყუა... მოკლეს" - 18 წლის ელვინ გუსეინოვის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის მოზარდს პატიმრობა შეეფარდა

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 18 წლის ელ­ვინ გუ­სე­ი­ნო­ვის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 15 წლის გუ­სე­ინ ნა­სი­ბოვს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­ცე­სი და­ხუ­რუ­ლი იყო, რად­გან საქ­მე არას­რულ­წლო­ვანს ეხე­ბა.

რო­გორც პრო­ცე­სის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, და­ნა­შა­ულს სხვა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არ ჰყავს. მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, სამი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ კონ­ფლიქ­ტის დროს ად­გილ­ზე გამ­შვე­ლებ­ლის როლ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

" საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ეს გახ­ლავთ სამი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ამ კონ­ფლიქ­ტში გამ­შვე­ლებ­ლის როლ­ში. ამ ჩვე­ნე­ბე­ბით ცალ­სა­ხად დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ იმ­ყო­ფე­ბო­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მან რე­ა­ლუ­რად ჩა­ი­დი­ნა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. და­ნა­შა­უ­ლი ერ­თმა პირ­მა ჩა­ი­დი­ნა და იქ მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის არ­სე­ბო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა" - გა­ნუ­ცხა­და "ტვ პირ­ველს" პრო­კუ­რორ­მა.

პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა და თქვა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში მოქ­მე­დებ­და.

"ვი­ნა­ი­დან ბავ­შვი არის არას­რულ­წლო­ვა­ნი, არ აღი­ა­რებს. მას არ ჰქონ­და გან­ზრახ­ვა, რომ მო­ეკ­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. ჩვე­ნი პო­ზი­ცია იყო, რომ მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო გი­რაო, ვი­ნა­ი­დან ის მოქ­მე­დებ­და თავ­დაც­ვის რე­ჟიმ­ში, ის იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. მას სცემ­დნენ ბავ­შვე­ბი, სრულ­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩვე­ნი პო­ზი­ცია იყო, რომ მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო გი­რაო და სხვა­დას­ხვა და­მა­ტე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რა­საც ჩვენ გა­ვა­სა­ჩივ­რებთ.

მის მი­მართ ბუ­ლინ­გის ფაქ­ტებს ჰქონ­და ად­გი­ლი. მას არ ჰქონ­და ია­რა­ღი, უბ­რა­ლოდ ცე­მის დროს, რო­დე­საც ის წა­იქ­ცა მი­წა­ზე, ხელ­ში რაც მოხ­ვდა, თავ­დაც­ვის მიზ­ნით აიღო სა­გა­ნი, რომ­ლი­თაც მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა გარ­დაც­ვლილს", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

შვილმკვდა­რი დედა ამ­ბობს, რომ და­ნა­შა­უ­ლი მხო­ლოდ ერთ პირს არ ჩა­უ­დე­ნია და მო­ი­თხოვს, რომ ყვე­ლამ აგოს პა­სუ­ხი, ვინც კონ­ფლიქ­ტის დროს ად­გილ­ზე იყო. რო­გორც ელ­ვინ გუ­სე­ი­ნო­ვის დედა "ტვ პირ­ველს" უყ­ვე­ბა, მისი ვაჟი სამ­მა მო­ზარ­დმა გა­ი­ტყუა და მე­ჩეთ­თან სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტეს."ყვე­ლას დას­ჯას ვი­თხოვ, ვინც ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სამ­მა ბიჭ­მა გა­ი­ტყუა სახ­ლი­დან ჩემი ერ­თა­დერ­თი ვაჟი. და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დამ იცო­და, რომ მისი ბიჭი ჩემი შვი­ლის მოკ­ვლას აპი­რებ­და. მო­ვი­და და მი­თხრა, მოკ­ლავ­სო" - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდას დედა.

ცნო­ბის­თვის, დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ამამ­ლოს ახალ­გაზ­რდებს შო­რის სტა­დი­ონ­ზე და­წყე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. შემ­თხვე­ვა 15 ნო­ემ­ბერს მოხ­და. (წყარო)