"მითხრა, მთვრალი იწვები ღობის ძირში და ასე დაასრულებ კარიერასო" - უკრაინელი მომღერლის სკანდალური ინტერვიუ: ანასტასია პრიხოდკო ამბობს, რომ კონსტანტინე მელაძე მუდმივად ამცირებდა
უკრაინელი მომღერალი ანასტასია პრიხოდკო კომპოზიტორ და პროდიუსერ კონსტანტინე მელაძესთან თანამშრომლობის შოკირებულ დეტალებს ავრცელებს.
ქალმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ მათ შორის ურთიერთობა 2009 წლის "ევროვიზიის“ შემდეგ გაუარესდა. ანასტასია ამბობს, რომ პროდიუსერი მის სიმღერებს სხვა მომღერლებს აძლევდა და თავად ნასტია მოსკოვიდან კიევში გაგზავნა. შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ მელაძეს მისი, როგორც მომღერლის განადგურება სურდა.
"ევროვიზიის შემდეგ კონსტანტინე მელაძემ დაიწყო ჩემი სიმღერების სხვებისთვის მიცემა, თითქოს ანასტასია პრიხოდკოს პროექტის დანგრევა სურდა. ხმის ჩამწერმა სტუდიამ კონტრაქტი გამიწყვიტა, დილის შვიდ საათზე ბილეთი მიყიდეს და მითხრეს, რომ კიევში დაბრუნებულიყავი.
"წარმოიდგინეთ, გუშინ აპლოდისმენტებს იღებდი მთელი ევროპიდან, დღეს კი სახლში ზიხარ და არავინ სჭირდები. გესმის, რომ არც სიმღერები გაქვს და არც პროდიუსერი გყავს", - ამბობს ინტერვიუში ქალი. (გააგრძელეთ კითხვა)