თბილისში, ქერჩის ქუჩაზე შენობას ცეცხლი გაუჩნდა - კვირის პალიტრა

თბილისში, ქერჩის ქუჩაზე შენობას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ქერჩის ქუჩაზე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.