ტრაგედია ტეილორ სვიფტის კონცერტზე, რომელიც რეკორდულ სიცხეში ჩატარდა - როგორ ეხმაურება მომხდარს მომღერალი? - კვირის პალიტრა

ტრაგედია ტეილორ სვიფტის კონცერტზე, რომელიც რეკორდულ სიცხეში ჩატარდა - როგორ ეხმაურება მომხდარს მომღერალი?

23 წლის სტუ­დენ­ტი, სა­ხე­ლად ანა კლა­რა ბე­ნე­ვი­დე­სი, პა­რას­კევს ბრა­ზი­ლი­ა­ში ტე­ი­ლორ სვიფ­ტის კონ­ცერ­ტზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ბრა­ზი­ლი­უ­რი გა­ზე­თი Folha de S. Paulo-ს ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა გულ­შე­მატ­კივ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სი­ცხის გამო გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და. გო­გო­ნა წინა რიგ­ში იდგა და გო­ნე­ბა და­კარ­გა. იგი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­სას გზა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ანას გარ­დაც­ვა­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს.

მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტი არა­ნორ­მა­ლურ სი­ცხე­ში შედ­გა. Folha de S. Paulo-ს ცნო­ბით, შო­უ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 1000-მა ადა­მი­ან­მა და­კარ­გა გო­ნე­ბა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ად­გილ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა 60C-ს აღ­წევ­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოპ მომ­ღე­რა­ლი ფა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"არ მჯე­რა, რომ ამ სი­ტყვებს ვწერ, მაგ­რამ გული მწყდე­ბა, დღეს სა­ღა­მოს ჩემი შოუს წინ ფანი დავ­კარ­გეთ. სი­ტყვე­ბი არ მაქვს იმის აღ­სა­წე­რად, თუ რო­გო­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ ამ ამ­ბით. მე ძა­ლი­ან ცოტა ინ­ფორ­მა­ცია მაქვს მას­ზე, გარ­და იმი­სა, რომ ის წარ­მო­უდ­გენ­ლად ლა­მა­ზი და ასე­თი ახალ­გაზ­რდა იყო.

ეს არის უკა­ნას­კნე­ლი რამ, რაც ოდეს­მე მე­გო­ნა მოხ­დე­ბო­და, რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტეთ ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბა ბრა­ზი­ლი­ა­ში." (გააგრძელეთ კითხვა)