"დღეს ჩემი დაიკოს დაბადების დღეა..." - ჯანეტ ქერდიყოშვილი ტრაგიკულად გარდაცვლილი დის დაბადების დღეს მის მოსახელე ქალიშვილთან ერთად აღნიშნავს - კვირის პალიტრა

"დღეს ჩემი დაიკოს დაბადების დღეა..." - ჯანეტ ქერდიყოშვილი ტრაგიკულად გარდაცვლილი დის დაბადების დღეს მის მოსახელე ქალიშვილთან ერთად აღნიშნავს

დღეს მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის დის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ანეტის დაბადების დღეა და ტრადიციულად, ამ დღეს ჯანეტი დის საფლავზე შეხვდა. თან ახლა დის მოსახელე ქალიშვილი ანნა.

პატარა ანეტა ტრაგიკულად სწორედ იმ დღეებში გარდაიცვალა, როდესაც ჯანეტ ქერდიყოშვილი "მის საქართველო" გახდა. წლების წინ ინტერვიუში ამ ფაქტს ასე იხსენებდა მოდელი:

"კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით... ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, - ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.

დიდი ბედნიერების შემდეგ თავს მართლაც, ტრაგედია დაგვატყდა. ანეტა დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარა იყო და ძალიან ვანებივრებდით. მისი გარდაცვალების შემდეგ "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობაზე უარი ვთქვი, მაგრამ ბოლოს, ისევ მის გამო გავემგზავრე. (გააგრძელეთ კითხვა)