ვინ მოიპოვა ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული - ვინ გახდა "მის სამყარო"?
სილამაზის კონკურსის, "მის სამყარო" 2023-ის გამარჯვებული "მის ნიკარაგუა", შეინის პალასიოსი გახდა. კონკურსს სან სალვადორმა უმასპინძლა.
წელს კონკურსში მსოფლიოს 84 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. გამარჯვებული კი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც სილამაზის სფეროს წარმომადგენლებისგან შედგებოდა.
23 წლის შეინის პალასიოსს მასკომუნიკაციის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.
გატაცებულია სპორტით. თამაშობდა უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდში. ულამაზეს გოგონას არაერთ სილამაზის კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. იხილეთ სრულად