"იმიტომ არ ვამბობ, რომ კამერებია, მართლა მიყვარს..." - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელია - კვირის პალიტრა

"იმიტომ არ ვამბობ, რომ კამერებია, მართლა მიყვარს..." - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" პოპულარულმა ფეხბურთელმა - ხვიჩა კვარაცხელიამ მამობაზე ისაუბრა.

"არიან მამები, რომლებიც შვილებს ეუბნებიან, ვარჯიშზე აუცილებლად უნდა წახვიდეო და არიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ იმიტომ, რომ მამამ უთხრა ასე. მაგრამ ჩემი აზრით, სწორი იქნება ის, რომ ადამიანმა ის გააკეთოს, რას მას უნდა.

რა თქმა უნდა, თუ ცუდ რამეს აკეთებს, მამამ რჩევა უნდა მისცეს. ჩემს მაგალითს მოვიყვან, მამაჩემს ჩემთვის ერთხელაც არ უთქვამს, რატომ არ ვარჯიშობ, ან ვარჯიშზე წადი აუცილებლადო. ამას სულ ჩემი სურვილით ვაკეთებდი. მაგალითად, როცა ძალიან წვიმდა, მე მაინც მივდიოდი და მამაჩემს უკვირდა ხოლმე. იმიტომ არ ვამბობ, რომ კამერებია, მართლა მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ვიდეო იხილეთ ლინკზე