კლდეში ნაკვეთი საიდუმლო - რას "გვიყვება" კასპის აკლდამა-მავზოლეუმი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს - კვირის პალიტრა

კლდეში ნაკვეთი საიდუმლო - რას "გვიყვება" კასპის აკლდამა-მავზოლეუმი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს

თით­ქმის ეჭვგა­რე­შეა, რომ კას­პის აკ­ლდა­მე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (ალ­ბათ იბე­რი­ის სა­მე­ფოს) მე­ტად და­წი­ნა­უ­რე­ბულ, შე­საძ­ლოა მმარ­თვე­ლი არის­ტოკ­რა­ტი­ის საგ­ვა­რე­უ­ლო ნეკ­რო­პოლს წარ­მო­ად­გენს...

კას­პის აკ­ლდა­მე­ბის შე­სა­ხებ უნი­კა­ლურ ცნო­ბებს პრო­ფე­სო­რი, არ­ქე­ო­ლო­გი ნო­დარ ბახ­ტა­ძე გვაწ­ვდის, რომ­ლის წიგნ­შიც "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის ძეგლ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა“ ვრცლად არის აღ­წე­რი­ლი...

- ქვა­თა კომ­პლექ­სის ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი ანა­ლი­ზის შე­დე­გად ნა­თე­ლი გახ­და, რომ რო­გორც მისი სა­ერ­თო სტრუქ­ტუ­რა, ისე ცალ­კე­ულ სა­თავ­სთა გეგ­მა­რე­ბა, საკ­მა­ოდ გან­სხვავ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ­თვის მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი კლდის ძეგ­ლე­ბის­გან. კომ­პლექ­სი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი ტი­პის სა­თავ­სე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც რიგ-რი­გო­ბით, დრო­ის გარ­კვე­უ­ლი შუ­ა­ლე­დით იკ­ვე­თე­ბო­და ერ­თმა­ნე­თის გვერ­დიგ­ვერდ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თმა­ნე­თი­სა­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად. ამ სა­თავ­სებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სათ­ვის შე­უ­ფე­რებ­ლად მცი­რე ფარ­თო­ბე­ბი და სი­მაღ­ლე აქვს - ზო­გი­ერთ მათ­გან­ში ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი წელ­შიც ვერ გა­ი­მარ­თე­ბა. ძალ­ზე და­ბა­ლი და ვიწ­როა სა­თავ­სებ­ში შე­სას­ვლე­ლე­ბიც, რო­მელ­თაც ადა­მი­ა­ნი და­ჩო­ქი­ლი თუ გა­ივ­ლის.

რო­გორც ვხე­დავთ, ერთი მხრივ, კვე­თის მა­ღა­ლი ტექ­ნი­კა და კა­რიბ­ჭე­ე­ბის დე­კო­რა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი, ხოლო მე­ო­რე მხრივ - სა­ცხოვ­რებ­ლად სრუ­ლი­ად მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი გეგ­მა­რე­ბა, ერ­თმა­ნეთს აშ­კა­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რაც ამ კომ­პლექ­სის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მიზ­ნით შექ­მნას გა­მო­რი­ცხავს. საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად მი­სად­გო­მი მდე­ბა­რე­ო­ბი­სა და ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გამო, ამ კომ­პლექ­სის სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო მიზ­ნით შექ­მნაც ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია.

სა­მა­გი­ე­როდ, ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი, თით­ქმის ყო­ვე­ლი ქვა­ბის­თვის ტი­პი­უ­რი ნიში-თა­რო­ე­ბის ფორ­მა და ზო­მე­ბი მიც­ვა­ლე­ბულ ადა­მი­ან­თა გა­შო­ტილ პო­ზა­ში დას­ვე­ნე­ბას ესა­და­გე­ბა ზედ­მი­წევ­ნით (და­სა­ძი­ნე­ბელ სა­რეც­ლე­ბად ისი­ნი სრუ­ლი­ად გა­მო­უ­სა­დე­გა­რია, რად­გან იქ მო­თავ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვერც გვერდს იც­ვლის და ოდ­ნა­ვაც ვერ წა­მო­ი­წე­ვა). ამ ფუნ­ქცი­ას სავ­სე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბა აგ­რეთ­ვე „ერთჯე­რა­დი“ გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი და­ბა­ლი შე­სას­ვლე­ლე­ბი და სა­თავ­სთა მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ზო­მე­ბი. ამ­რი­გად, და­ბე­ჯი­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვაბ­თა ეს კომ­პლექ­სი სხვა არა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუ არა გეგ­მურ­სივ­რცობ­რი­ვად საკ­მა­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ტი­პის აკ­ლდა­მა-მავ­ზო­ლე­უ­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, კლდე­ში ნაკ­ვე­თი ნეკ­რო­პო­ლი.

ამ ქვა­ბო­ვა­ნი ნეკ­რო­პო­ლის გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე ცხა­დი გახ­და, რომ საქ­მე წი­ნა­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნის ძეგლ­თან გვქონ­და. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ამ აკ­ლდა­მებ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი ქვეყ­ნის მხა­რე­ე­ბის მი­მართ ხაზ­გას­მუ­ლად ნე­ბის­მი­ე­რი დამ­ხრო­ბით ყო­ფი­ლან დას­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი ურ­თი­ერთ მარ­თო­ბუ­ლად, მა­შინ რო­დე­საც კა­მე­რა­თა მო­პირ­და­პი­რე კედ­ლებ­ში თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და თა­რო­ე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ღერ­ძის გას­წვრივ გა­მოკ­ვე­თა.

ამ­რი­გად, აქ სა­ხე­ზეა მიც­ვა­ლე­ბულ­თა აშ­კა­რად არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლად დაკ­რძალ­ვის წესი. ქარ­თლში ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია სხვა კონ­ფე­სი­ა­თა წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ ასე­თი მას­შტა­ბის, მხო­ლოდ უმაღ­ლეს არის­ტოკ­რატ­თა შე­სა­ფე­რი ნეკ­რო­პო­ლის შექ­მნა­ზე ეზ­რუ­ნათ, თა­ნაც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში (ამ აკ­ლდა­მა-სა­მარხთა რა­ო­დე­ნო­ბა, ნეკ­რო­პო­ლის ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე უნდა მიგ­ვა­ნიშ­ნებ­დეს).

თით­ქმის უეჭ­ვე­ლია, რომ კას­პის აკ­ლდა­მე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (ალ­ბათ იბე­რი­ის სა­მე­ფოს) მე­ტად და­წი­ნა­უ­რე­ბულ, შე­საძ­ლოა მმარ­თვე­ლი არის­ტოკ­რა­ტი­ის საგ­ვა­რე­უ­ლო ნეკ­რო­პოლს წარ­მო­ად­გენს. პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ის არის, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი პე­რი­ო­დი­საა და რა სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას ასა­ხავს ეს ძეგლი.

ის გა­რე­მო­ე­ბა , რომ კას­პის აკ­ლდა­მებ­ში ლი­თო­ნის საჭ­რეთ­ლე­ბის კვა­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, გა­დაჭ­რით არ მიგ­ვა­ნიშ­ნებ­და ამ ძეგ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლად რკი­ნის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბის ერა­ში შექ­მნა­ზე.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, კლდე­ში სხვა­დას­ხვა ხერ­ხით ნაკ­ვეთ აკ­ლდა­მებ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის დაკ­რძალ­ვის წესი, მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი: მახ­ლო­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის თით­ქმის ყვე­ლა უძ­ვე­ლეს სა­ხელ­მწი­ფო­ში (ეგ­ვიპ­ტე, ასუ­რე­თი, ურარ­ტუ, მცი­რე აზი­ის ქვეყ­ნე­ბი და სხვ.), ამ მიზ­ნით უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო კლდის ძეგ­ლე­ბი და მთე­ლი კომ­პლექ­სე­ბი იქ­მნე­ბო­და.

განაგრძე კითხვა