საზამთრო, როგორც "იარაღი" - ისრაელ-პალესტინის ომის უცნაური ამბავი - კვირის პალიტრა

საზამთრო, როგორც "იარაღი" - ისრაელ-პალესტინის ომის უცნაური ამბავი

"ჰა­მა­სის" წი­ნა­აღ­მდეგ ის­რა­ე­ლის ომის და­წყე­ბი­დან, სა­ზამ­თროს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

თუმ­ცა სა­ზამ­თრო, რო­გორც პა­ლეს­ტი­ნის სიმ­ბო­ლო არ არის ახა­ლი ფე­ნო­მე­ნი. სა­ზამ­თროს პრო­ტეს­ტი პირ­ვე­ლად 1967 წლის ომის შემ­დეგ გაჩ­ნდა, რო­დე­საც ის­რა­ელ­მა კონ­ტრო­ლი აიღო და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­სა და ღა­ზას სექ­ტორ­ზე და აკ­რძა­ლა პა­ლეს­ტი­ნის დრო­შა ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. დრო­შის სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად იქცა.

54cf0440-83b0-11ee-99a9-a77cd1df875c-37966-1700465240.jpg

აკ­რძალ­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა და­ი­წყეს სა­ზამ­თროს გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან გაჭ­რი­ლი სა­ზამ­თრო მო­ი­ცავს პა­ლეს­ტი­ნის დრო­შის ყვე­ლა ფერს - წი­თელს, შავს, თეთ­რსა და მწვა­ნეს.

ის­რა­ელ­მა პა­ლეს­ტი­ნის დრო­შის გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა 1993 წელს გა­ა­უქ­მა, რო­გორც ოს­ლოს შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლი და დრო­შა გახ­და პა­ლეს­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო, რო­მელ­საც გა­და­ე­ცა კონ­ტრო­ლი ღა­ზას სექ­ტორ­სა და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე.

"იმ პე­რი­ოდ­ში ღა­ზას სექ­ტორ­ში, ახალ­გაზ­რდე­ბი და­ა­კა­ვეს დაჭ­რი­ლი სა­ზამ­თროს ტა­რე­ბის­თვის - რომ­ლე­ბიც სიმ­ბო­ლუ­რად პა­ლეს­ტი­ნის დრო­შას გა­მო­სა­ხავ­დნენ“.

ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, მხატ­ვრე­ბი მთელ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სა­ზამ­თროს ხა­ტავ­დნენ, რო­გორც პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის სიმ­ბო­ლოს. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ეკუთ­ვნის ხა­ლედ ჰუ­რანს: 2007 წელს მან სა­ზამ­თროს ნა­ჭე­რი და­ხა­ტა წიგ­ნის­თვის, სა­ხელ­წო­დე­ბით "პა­ლეს­ტი­ნის სუ­ბი­ექ­ტუ­რი ატ­ლა­სი".

სუ­რა­თი, რო­მელ­საც "სა­ზამ­თროს ამ­ბა­ვი" უწო­დეს, მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ის­რა­ელ­სა და ჰა­მასს შო­რის 2021 წლის მა­ის­ში კონ­ფლიქ­ტის დროს.

fc1a2a40-83b0-11ee-913e-f1ed4de8fadb-38054-1700465288.jpg

მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში ის­რა­ე­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრმა იტა­მარ ბენ გვირ­მა პო­ლი­ცი­ას უბ­რძა­ნა, მო­ეხ­სნათ პა­ლეს­ტი­ნის დრო­შე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბი­დან და თქვა, რომ დრო­შე­ბის ფრი­ა­ლი ტე­რო­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რის აქტი იყო. (გააგრძელეთ კითხვა)