"დამ­წვა­რი სახ­ლი­დან ცო­ცხა­ლი არა­ვინ გა­მო­სუ­ლა" - 12 წლის ლილი "ჰამასის" ტერორისტებმა ძმასთან, დეიდასთან და ბაბუასთან ერთად მოკლეს - კვირის პალიტრა

"დამ­წვა­რი სახ­ლი­დან ცო­ცხა­ლი არა­ვინ გა­მო­სუ­ლა" - 12 წლის ლილი "ჰამასის" ტერორისტებმა ძმასთან, დეიდასთან და ბაბუასთან ერთად მოკლეს

კი­ბუც ბე­ერ­ში ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი 12 წლის ლი­ე­ლის ნეშ­ტი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. გო­გო­ნას სიმ­ბო­ლუ­რი დაკ­რძალ­ვა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შედ­გა.

კი­ბუც ბე­ერ­ში მომ­ხდა­რი ხოც­ვა-ჟლე­ტი­დან თით­ქმის თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და 12 წლის ლიელ ჰეც­რო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ის 7 ოქ­ტომ­ბერს "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტებ­მა მის ტყუპ ძმას­თან, დე­ი­დას­თან და ბა­ბუ­ას­თან ერ­თად მოკ­ლეს. იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა სიძ­ვე­ლე­თა სამ­მარ­თვე­ლოს არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ჩა­ა­ტა­რეს. ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და კვი­რას, 19 ნო­ემ­ბერს.

ლი­ე­ლის სიმ­ბო­ლუ­რი დაკ­რძალ­ვა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 15 ნო­ემ­ბერს შედ­გა. ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ემ­შვი­დო­ბა ლი­ელს და მის დე­ი­დას აია­ლას ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც კი­ბუც ბე­ე­რის დრო­ე­ბით სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ი­მარ­თა.

ლი­ე­ლი და აია­ლა გო­გო­ნას ტყუპ ძმას­თან, ია­ნა­ის­თან და ბა­ბუ­ას­თან ამირ ჰეც­რონ­თან ერ­თად მოკ­ლეს. ვი­ნა­ი­დან დაკ­რძალ­ვის დროს გო­გო­ნას ნეშ­ტი ვერ იპო­ვეს, ოჯახ­მა გა­და­წყვი­ტა მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი და­ეკ­რძა­ლა. (გააგრძელეთ კითხვა)